გაფართოებული ძებნა

 

 

 

  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 7,   N 3,   13-16

ChatForge - როგორ გამოვიყენოთ ჩატბოტები საგანმანათლებლო პროცესებში

მაკა მაკარიძე1, თამარ ტურაშვილი2

რეზიუმე: ციფრული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) XXI საუკუნის სასწავლო სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს ხშირად არ ესმით ჩატბოტების მუშაობის პრინციპები. ამ გამოწვევის საპასუხოდ, განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანიც იყო ჩატბოტების ფუნქციონირების პრინციპების შესწავლა, სწორი კომუნიკაციის განვითარება და საგნობრივი ბოტის შექმნა. მოსწავლეებმა შეისწავლეს თეორია, იპოვეს შესაბამისი პლატფორმა (Chatrace) და შექმნეს ქიმია-ბიოლოგიის კითხვებზე დაფუძნებული ჩატბოტი, რომელიც მხოლოდ წინასწარ პროგრამულად შეტანილ ინფორმაციაზე დაყრდნობით უპასუხებდა. პროექტის პრეზენტაცია ინტერაქტიულად მოხდა, რასაც მოჰყვა დიდი ინტერესიც და ემოციური გამოხმაურება. პროექტმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მონაწილეთა ციფრული და კრიტიკული უნარები და ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნა ინოვაციურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად.

გამოქვეყნებულია: 12-12-2025  |  ნანახია: 380-ჯერ


  ესე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 7,   N 3,   5

მოლის საერთაშორისო დღე

მარიკა მეგრელიშვილი

რეზიუმე: მოლზე მოლისფერ მოლოზანაზე მდგარ მოლაღურს შევსცქერი. მოლანდებებიც კი გარინდულან ოქტომბრის ამ უცნაურ დილას. მოლიბდენით მოქარგული კაცის გულიც კი მოლღვება ცვრიან ბალახზე მოლივლივე წყლის წვეთების დანახვისას. მკითხველო, მოლოდინი დიდი ნუ გექნება იმისა, რომ მოლაყბედ მომნათლავ. არა, თქვენ წარმოიდგინეთ და არც საქმე მოლევია ჩემს თავს... ფუჭად მოლაპარაკის რა პირი მიჩანს განა?! 23 ოქტომბრის დილაა, 6:02 წუთი. ნუთუ შემთხვევითია ეს რიცხვები?! ვნახოთ... შესაძლოა...

გამოქვეყნებულია: 23-10-2025  |  ნანახია: 391-ჯერ


  მიმოხილვა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 7,   N 3,   10-12

შემოდგომის ბუნების ქიმიური სპექტაკლი

მარიკა მეგრელიშვილი

რეზიუმე: შემოდგომაზე ფოთლების ფერთა გამა მრავალფეროვანია. საინტერესოა, რა დგას ამის უკან. საქმე იმაშია, რომ ფოთლების ფერს განაპირობებს პიგმენტები. პიგმენტი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც შთანთქავს გარკვეული სიგრძის ტალღებს, მაგრამ ირეკლავს სხვა სიგრძისას. ჩვენი თვალები ხედავს არეკლილი ტალღის სიგრძის შესაბამის ფერებს.

გამოქვეყნებულია: 05-12-2025  |  ნანახია: 266-ჯერ


  კვლევა  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 7,   N 3,   13-16

ოქროს საწმისის ქიმიური ევოლუცია: უძველესი ჰიდრომეტალურგიიდან თანამედროვე ინდუსტრიულ მეთოდებამდე

გიორგი შათირიშვილი

რეზიუმე: წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს არგონავტებისა და ოქროს საწმისის მითის კომპლექსურ ანალიზს ქიმიური და მეტალურგიული პერსპექტივიდან. სტატიაში დეტალურად არის განხილული ანტიკურ კოლხეთში ოქროს მოპოვების ჰიდრომეტალურგიული ტექნოლოგიები, რომლებიც ეფუძნებოდა ძვირფასი ლითონისა და ცხვრის ტყავის სპეციფიკურ ფიზიკურ-ქიმიურ ურთიერთქმედებას. ნაშრომში გაანალიზებულია ქვიშრობული ოქროს გასუფთავების ისეთი უძველესი მეთოდები, როგორებიცაა კუპელაცია და ცემენტაცია. სტატია მიჰყვება ტექნოლოგიური ევოლუციის გზას, რომელიც მაკროსკოპული ფიზიკის პრინციპებიდან იწყება და თანამედროვე კოორდინაციულ ქიმიამდე მიდის. კერძოდ, განხილულია ტრანსფორმაცია ვერცხლისწყლით ამალგამაციიდან პეტრე ბაგრატიონის მიერ შემუშავებულ ციანიდირების პროცესამდე და ამ უკანასკნელის როლი თანამედროვე ჰიდრომეტალურგიაში. დასკვნით ნაწილში აქცენტი გაკეთებულია ოქროს მოპოვების თანამედროვე მეთოდების ეკოლოგიურ ასპექტებსა და ნარჩენების მართვის ქიმიურ პრინციპებზე.

გამოქვეყნებულია: 20-04-2026  |  ნანახია: 439-ჯერ


 


ტომი: 1, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი: 1, ნომერი: 2
HTML | PDF

ტომი: 2, ნომერი:1
HTML | PDF

ტომი: 3, ნომერი:1
HTML | PDF
 

ტომი: 3, ნომერი: 2
HTML | PDF

ტომი: 3, ნომერი: 3
HTML | PDF

ტომი: 3, ნომერი: 4
HTML | PDF

ტომი: 4, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი: 4, ნომერი: 2
HTML | PDF

ტომი: 5, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი:6, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი:7, ნომერი: 1
HTML | PDF

ტომი:7, ნომერი: 2
HTML | PDF