თენგიზი დავლაშერიძე

dibormania@gmail.com





ასევე იხილეთ

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 24 გვ.

ქიმია-მტერი თუ მოყვარე

თენგიზი დავლაშერიძე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეზიუმე: დღეს 29 ნოემბერია და მე კიდევ ერთხელ „ქიმიკოსად" დავიბადე. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ ჯადოსნური პროფესია ცხოვრების დიდი გამოწვევა და უფლისაგან მოვლენილი საჩუქარი იყო ჩემი. ასე გავხდი მასწავლებელი...

საკვანძო სიტყვები:

კოსმოსიდან რომ შეხედო დედამიწას, დაინახავ დიდ, სიცოცხლით სავსე მარგალიტს, მწვანე და ყავისფერ მიწებს, ძარღვებივით გაჭიმულ მდინარეებს, თეთრ და ნაცრისფერ დაკლაკნილ მთათა სისტემებს და, რაც მთავარია, ხედავ ნაზ, ლურჯ ოკეანეებს, ტბებსა და ზღვებს. ეს ის ადგილია სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენი ისტორია ამ გეოიდზე შეიქმნა და რამდენმა ვაჟკაცმა თავი გაწირა საკუთარი მიწა-წყლის გამო. ამ უსასრულო სიბნელიდან, კაცობრიობა ჭიანჭველებივით არიან და ,თითქოს, არც არსებობენ. ამ პატარა ციურ სხეულს ახლავს ცისფერი შარავანდედი, რომელსაც ატმოსფოს ვუწოდებთ.

აზოტი ატმოსფეროს 78%-ს შეადგენს და ამ ელემენტმა შეცვალა კაცობრიობის მომავალი. აზოტი – ეს არის ელემენტი, რომელიც ერთ­დრო­ულად სიცოცხლის საწყისი და ნგრევის სიმბოლოა. მისი მაგია იმალება მის უნარში, რომ ადამიანისთვის როგორც საში­ნე­ლი ტრა­გე­დიები მოეტანა, ისე დიდი სასწაუ­ლე­ბიც შეექმნა.

მე-19 საუკუნის მიწურულს, კაცობრიობა შიმ­ში­ლის დიდ საფრთხესთან იყო პირისპირ. მზარ­დი მოსახლეობა, ამოწურული ნიადაგი და მარ­ცვ­ლეულის დაბალი მოსავლიანობა გლო­ბა­ლურ კრიზისს იწვევდა. ამ პრობლემამ მრა­ვა­ლი ქიმიკოსი მიიზიდა და სწორედ ამ ქიმი­კო­სებ­მა აიღეს პასუხის­მგებ­ლობა და 1913 წელს ფრიც ჰაბერმა დაი­მორ­ჩილა აზოტი და მისგან შექმნა ამიაკი, რომლის საშუალებითაც დაამ­ზა­და სასუქი. ჰაბერ-ბოშის მეთოდი, რომე­ლიც ატმოს­ფერული აზოტისა და წყალბადის ქიმიურ სინთეზს ეფუძნება, ნამდვილი გადატ­რია­ლება იყო. ხელოვნური სასუქის გამოყე­ნებამ მარ­ცვლეულის მოსავალი არაერთხელ გაამრავლა, რაც მილიარ­დობით ადამიანის შიმშილისგან გადარჩენის მიზეზი გახდა.

სამწუხაროდ, ამ მეცნიერულ მიღწევას მოყვა ტრაგედია. პირველმა მსოფლიო ომმა მოით­ხო­ვა ბევრი ფეთქებადი და ,სწორედ, აზო­ტი­დან შექმნილი სასუქი, ამონიუმის ნიტრატი, მიწის გამანაყოფიერებლიდან, ქალაქების გამანადგურებლად იქცა. ფრიც ჰარბერი ომის მომხრე იყო და მისი ქიმიის ცოდნით საფუძველი ჩაუყარა ქიმიურ იარაღებს და ხშირად მის მამადაც იხსენებენ. მან მალევე შეიმუშავა ქლორის საწამ­ლა­ვი, რომლითაც კლავ­დ­ნენ მტერს და არღვევდნენ მორალურ კანონს.

სამწუხაროდ, პირველი მსოფლიო ომით არ სრულ­დება ეს ტრაგედიები, 1920 წელს, ჰაბერის ინსტიტუტში შეიქმნა ციანიდზე და­ფუძ­ნებული პესტიციდი (zyklon-B) და ფაშის­ტებ­მა გამოიყენეს ეს ნივთიერება ჰოლო­კოს­ტ­ზე და ამით შეიწირა დაახლოებით 1.1 მილი­ონი ადამიანი.

ქიმია, როგორც სხვა მეცნიერება, გვაძლევს ძალას გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება და გადავრჩეთ, ამავდროულად შეუძლია დაგვა­სუსტოს და საბოლოოდ წერტილი დაუსვას ჩვენს მომავალს. ჩვენ კი არ უნდა დავსვათ კითხვა ქიმია მტერი თუ მოყვარე, არამედ ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა, ამ ცოდნის გასაღებით რას ვიზამთ. რომელ კარებს გავაღებთ, გან­ვი­თა­რებისა და წინ წასვლის, თუ ბოროტების, რო­მელიც საბოლოოდ გაგვანადგურებს.

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024