მაია ჩაგანავა

chmaia21@gmail.com





ასევე იხილეთ

ტომი: 3, ნომერი: 4, გვ: 26-27

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:7, ნომერი:2, 27-29 გვ.

ქიმია განსაკუთრებული და მრავალფეროვანი სამყარო

მაია ჩაგანავა

ბათუმის N8 სკოლა

რეზიუმე: ქიმია - ეს არის უხილავი ძალა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს ჩვენს სამყაროში, დაწყებული უმცირესი ატომებიდან და დამთავრებული უზარმაზარი გალაქტიკებით. ეს არის მეცნიერება, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, როგორ მუშაობს სამყარო და როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ჩვენს სასარგებლოდ.

საკვანძო სიტყვები:

ქიმია - ეს არის უხილავი ძალა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს ჩვენს სამყაროში, დაწყებული უმცირესი ატომებიდან და დამ­თავ­რებული უზარმაზარი გალაქტიკებით. ეს არის მეცნიერება, რომელიც გვეხმარება გავი­გოთ, როგორ მუშაობს სამყარო და როგორ შეგვიძ­ლია მისი გამოყენება ჩვენს სასარ­გებლოდ.

ქიმია ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული და მრავალფეროვანი სამყარო იყო. პირველად მას სკოლაში შევხვდი, როდესაც მასწავლე­ბელმა ახსნა, რომ ქიმია ყველაფერშია: ჰაერში, წყალში, საჭმელში და თვით ჩვენში. სწორედ აქედან დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მეცნიერებას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დემოკრიტემ თქვა “ჩვენ გვგონია, რომ არსებობს ფერი, ჩვენ გვგონია, რომ არსებობს მწარე. სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ატომები და სიცარიელე“. თითქოს ამ ერთი, უბრალო ფრაზით დაგვანახა ყველაფერი. სამყარო არაფერია ატომების გარეშე, ყვე­ლა­ფერი რასაც ვიცნობთ, რის შესახებაც ოდესმე გვსმენია ყველა სახეა ატომთა ნაირგვარობისა.

ჩემი ქიმიასთან პირველი შეხება ბავშვობაში მოხდა, საოცარი და მხიარული მოგონებაა. ქიმიისადმი პირველი ნაპერწკალი ხშირად სწორედ ასეთი მარტივი და სახალისო ექსპერიმენტებით იწყება. სოდა და ძმარი -ეს კლასიკური რეაქციაა, რომელიც უკავშირდება ბავშვობის ცნობისმოყვარეობას. როდესაც დედის მიერ ნამცხვრის მომზადებას ვაკვირ­დე­ბო­დი. ვნახე, როგორ ასხამდა ძმარს სოდაზე და ამ პროცესში, საოცარი სიმყუდროვე შევიგრძენი: ბუშტუკების წარმოქმნა თითქოს ჯადოსნური სამყაროს კარი იყო. ეს არის ვულკანის ამოფრქვევის მინიატურული მო­დე­ლი. შემდეგ, როცა კარტოფილს ვწვავდით, გავაცნობიერე,  რომ ზეთისა და სახამებლის რეაქ­ცია გვაძლევს არომატულ ოქროსფერ ნაჭრებს. როდესაც საჭმელს ვამზადებდით, მივხვდი, რომ ეს პროცესი ქიმიური რეაქციების ნამ­დვილი თეატრია. როგორ ცვლის ტემპერატურა საკვების სტრუქტურას, როგორ ყალიბ­დება არომატი ან ფერი.

დემოკრიტემ თქვა “ჩვენ გვგონია, რომ არსებობს ფერი, ჩვენ გვგონია, რომ არსებობს მწარე. სინამ­დვილეში არსებობს მხო­ლოდ ატომები და სიცარიელე“.

ეს მოგონებები მიუთითებს იმაზე, რომ უკვე ბავშვობიდან გაიღვიძა მეცნიერებისადმი ინტერესმა.

ქიმია ჩემს ყოველდღი­ურობაში ბევრ რამეში მეხმარება. ეს ცოდნა ბევრ სიტუაციაში უფრო დაკვირვებულს მხდის. მა­გა­ლითად, როცა საყო­ფაცხოვრებო ქიმიას ვი­ყე­ნებ, ყოველ­თვის ვკით­ხულობ შე­მად­გენლობას და ვცდილობ ავიცილო მავნე ნივთიერებები.

თავდაპირველად ქიმიის გაკვეთილებზე ბევრი რამ მაოცებდა: როგორ შეიძლება ორი ნივთიერება ერთმანეთს შეერიოს და ახალი, სრულიად განსხვავებული ნივთიერება მიიღო? ლაბორატორიაში ჩატარებულმა ექსპერი­მენ­ტებ­მა ეს გაოცება რეალურ ცხოვრებაშიც გადმომატანინა. გავაცნობიერე, რომ ქიმია არა მხო­ლოდ ფორმულები და რეაქციებია, არამედ პასუხები კითხვაზე, რომლებიც ყოველთვის მაწუხებდა.

სკოლის პერიოდში ჩემი გატაცება ქიმიის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა. როგორც პედ­აგოგი, მიყვარს მარტივი და სახალისო ცდების ჩვენება, რომლებიც მოსწავლეებს ახსენებს, რამდენად საინტერესოა ქიმია. მაგალითად, მახსოვს, როცა  პირველად ჩავაგდე წყალში ნატ­რიუმი, დაიწყო ციმციმა, პატარა ფეიერ­ვერკი.  სანახაობა უნიკალური, მაგიური, იყო. ქიმიის სამყარო ხომ უსაზღვრო და ლამაზია. წყლის დაშლა და მასში დამალული წყალბადის აღმოჩენა.

ფარაონის გველი —  ქიმიური ფანტაზია.

მშვიდად ჯამში, ნაცრისფერი ქვიშა, მაგრამ სიცოცხლე იმალება მასში, რომელიც ახლა გამოვა სამყაროში, ცეცხლის სპირტი შეეხება მას და უცებ როგორც ჯადოსნური ჯოხი, მიწიდან იზრდება, გველი უზარმაზარი. შავი, ციმციმა, ცოცავს როგორც ვეშაპი. ის ცოცავს ზემოთ,  ცაში აშვერს თავს, უცნაური არსება, ნაცრისფერი ტანით, მისი მზერა მკვეთრი, როგორც ეშმაკის. სიცოცხლეს ასხივებს თითოეული ნაწილი.

ესაა მეცნიერების ჯადოქრობა, სადაც ყველა­ფე­რი შესაძლებელია. სიმშვიდე სუფევს, რო­გორც უდაბნოში.

ეს ცდები ყოველთვის შთამბეჭდავია და ბავშვების ინტერესი უფრო მეტად იზრდება.

ინდიკატორი - ეს არა მხოლოდ ციფრული მაჩვენებელია, არამედ უსახელო ფიგურა, რომელიც მოცეკვავე ჩრდილებივით ცვლის სახეს. ის არის უხილავი ძაფი, რომელიც აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ნიშანი, რომელიც გზას გვიჩვენებს უცნობისკენ.

ქიმიური ინდიკატორი როგორც მხატვრის პალიტრა წარმოიდგინეთ, სადაც თითოეული ფერი არის უნიკალური ქიმიური რეაქციის შედეგი. ეს არის ფერების სიმფონია, რომელიც ხატავს აბსტრაქტულ ნახატებს ჩვენს თვალ­წინ.

ქიმია ჩემთვის საიდუმლოებების სამყაროა, რომლის შესწავლაც უსასრულოა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მისი წესები რთულად გასაგები და კომპლექსურია, ის ყოველთვის მაძლევს მოტივაციას, უკეთ გავიგო სამყაროს მუშაობის პრინციპები. ჩემთვის ქიმია ცოდნაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.

სილამაზე და ქიმია. თითქოს ხელოვნებისა და მეცნიერების დიალოგია, სადაც თითოეული ფორმულა და მოლეკულა ქმნის უნიკალურ ჰარმონიას, როგორც მხატვრის ფუნჯის მოსმა ტილოზე. კოსმეტიკა, როგორც ალქიმია წარ­მოი­დგინეთ: ფერმენტების და მოლეკულების ცეკვა, რომელსაც მეცნიერები ატარებენ თავი­ანთ ლაბორატორიულ „სამზარეულოში“. ისი­ნი აგებენ ახალი სიცოცხლის ფორმულას, რომლის მიზანია სხეულზე გამოჩენილი კვალი დროში შეანელოს და სილამაზე შეინარჩუნოს.

როცა ვცნობთ, რომ თითოეული ფორმულა არის პატარ-პატარა სამყაროს შექმნა  ვხვდე­ბით, რომ სილამაზე და ქიმია უსასრულობის ხელოვ­ნებაა. “როდესაც ქიმია სილამაზეს ხვდება, იქ იწყება მაგია“.

ქიმია უფრო მეტია ვიდრე ლაბორატორიები, ფორმულები და ექსპერიმენტები. ის გვაოცებს, როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს ყველაზე ემოციურ და ფუნდამენტურ განცდებსაც კი ქიმია მართავს. სიყვარული და ჯანმრთელობა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მთავარი საყრ­დე­ნე­ბია, დიდწილად ქიმიური პროცესების შედეგია.

ჩვენც ქიმიური რეაქციების შედეგი ვართ: სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, მწუხა­რება. ყველაფერი ურთიერთქმედების შედე­გია, ამ საოცარ სამყაროში, სადაც ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სიყვარული და ქიმიაც კავშირშია. ჩვენი ემოციების საფუძველი — ენდორფინები და ოქსიტოცინი, სწორედ ქიმიური რეაქციების შედეგად გამომუშავდება. როდესაც ვინმეს ვუყურებთ და გულში სითბოს ვგრძნობთ, ეს ქიმიური პროცესების სიმფო­ნიაა, რომელიც სიყვარულის ჯადოქრობას ქმნის.

ქიმიას შეუძლია ხელოვ­ნე­ბის ნამდვილი ინსპი­რაცია გახდეს. მაგალი­თად, ქიმიური პიგმენტები საუკუნეების განმავლობაში გა­მოიყე­ნებოდა ფერწერაში.

თანამედროვე ხელოვნებაში ქიმიური რეაქ­ციები გამოიყენება უნიკალური ტექსტურებისა და  ფერების შესაქმნელად.

ლითონების ჟანგვის პროცესით უნიკალურ პანელებს ვქმნით, ხოლო უვნებელი ქიმი­კატებით "ხატვის" საშუალებით, შესაძლე­ბე­ლია ისეთი კომპოზიციების შექმნა,

რომელთა დინამიკა დროსთან ერთად იცვლება.

დილით ყავას რომ ვსვამ, ქიმია მაძლევს ენერგიას. როდესაც შოკოლადს ვაგემოვნებ სია­მოვნება მხვდება სახეზე. საპონი, შამპუნი, კბილის პასტა, ყველაფერი ქიმიის შედეგია.  მაშინ, რატომ გვეშინია ქიმიის? ის ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნება.

ქიმია არა მხოლოდ მეცნიერებაა, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის პოეზიაც-სამყაროს სულიე­რი კავშირი ფიზიკურთან.  „ჩვენი სუნ­თქვა ქიმიაა, ჩვენი ფიქრი-ატომების თამაში  და სიყვარულიც კი- რეაქციების უწყვეტი ჯაჭვი“

ქიმია მუდმივად განვითარდება და ახალი აღმოჩენები გვაძლევს შესაძლებლობას, გადავჭრათ გლობალური პრობლემები, როგო­რიცაა ენერგეტიკული კრიზისი, კლიმატური ცვლილებები და დაავადებები. მეცნიერები მუშაობენ ახალი მასალების, წამლების და ენერ­გიის წყაროების შექმნაზე, რაც გააუმ­ჯობესებს ჩვენს ცხოვრებას.

და ბოლოს.... “ქიმია არის უსასრულო შესაძლებლობებისა და მუდმივ გამოწვევების წინ მყოფი მეცნიერება.... და რას ფიქრობთ თქვენ, რა ახალ აღმოჩენებს მოუტანს ქიმია მომავალს?“

 

გამოქვეყნებულია: 20-12-2024