ნანა მეგრელიშვილი
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 58-62 გვ.
საშიში საკვები დანამატები
ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი, ქიმ.მეცნ.დოქტორი
რეზიუმე: განხილულია თანამედროვე კვების მრეწველობაში გამოყენებული საკვები დანამატები. მოცემულია მათი კლასიფიკაცია, დანიშნულება, როლი საკვები პროდუქტების ხარისხის ამაღლებასა და სასაქონლო და სამომხმარებლო სახის გაუმჯობესებაში, ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.
საკვანძო სიტყვები: კონსერვანტები, საღებავები, ემულგატორები, სტაბილიზატორები, ანტიოქსიდანტები.
ქიმიისა და ქიმიური მრეწველობის განვითარების კვალდაკვალ საკვები პროდუქტების ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამრავალფეროვნდა. შესაბამისად, მწარმოებელთა წინაშე დადგა საკითხი, სხვადასხვა ქვეყნებში და შორ მანძილზე ტრანსპორტირებისას პროდუქტს არც გემო, არც ხარისხი და არც გარეგნული სახე არ დაეკარგა. ამ მიზნით დაიწყეს საკვების ხელოვნური დანამატების გამოყენება, რომლებიც არც თუ ისე უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ჯანსაღი და უვნებელი საკვები ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ამიტომ, სპეციალისტების რჩევით, სანამ რაიმეს ვიყიდიდეთ, ყურადღებით უნდა შევისწავლოთ სასურველი პროდუქტის შემადგენლობა, თუ რომელი ინგრედიენტები შედის მის შემადგენლობაში, და მხოლოდ შემდეგ გადავწყვიტოთ, შევიძინოთ თუ არა პროდუქტი. შეფუთვაზე მითითებულ შემადგენლობაში ხშირად შეიძლება ვიპოვოთ Е ნიშანი (რაც ნიშნავს ევროპას).
EЕ ინდექსის მქონე საკვები დანამატების სისტემა შეტანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კოდექსში, (Codex Alimentarius, Ed. 2, V. 1), როგორც საერთაშორისო ციფრული სისტემა. E E რიცხვის შემდეგ მიწერილი სამნიშნა კოდი აღნიშნავს კატეგორიას, რომელსაც მიეკუთვნება დანამატი:
Е-100—199 — საღებავები
Е-200—299 — კონსერვანტები
Е-300—399 — ანტიოქსიდანტები
Е-400—599 — სტაბილიზატორები, ემულგატორები
Е-600—699 — გემოსა და არომატის გამაძლიერებლები
Е-900—999 — ქაფის წარმოქმნის საწინააღმდეგო და სხვა ნივთიერებები.
საკვები დანამატების გამოყენებას აქვს დიდი ხნის ისტორია. საკვებ პროდუქტებს უძველესი დროიდან უმატებდნენ ნატურალურ საღებრებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს. მათი საშუალებით პროდუქტი ინარჩუნებდა სასურველ ფერს, გემოს და სურნელს. Pპრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად წარმოებაში დაიწყეს არა ნატურალური, არამედ სინთეზური დანამატების გამოყენება. მწარმოებელთა უმრავლესობა არც კი მალავს, რომ წარმოებისას არჩევანს სინთეზურ დანამატებზე აკეთებენ, რადგან ნატურალური ნედლეული ძვირია და თანაც მისი მარაგი არ არის განუსაზღვრელი. ასევე ნატურალური დანამატები შედარებით სუსტია ტექნოლოგიურ პროცესებში: არომატიზატორები სუსტია, საღებავები-არამდგრადი. ასე,რომ საკვები დანამატების გამოყენება თანამედროვე სასურსათო წარმოების შემადგენელი ნაწილია, მათი მეშვეობით უმჯობესდება პროდუქტის გარეგნული სახე და კვებითი ღირებულება, იზრდება შენახვის დრო. საკვები დანამატების უმრავლესობა სინთეზურად მიღებული ქიმიური ნივთიერებებია, ამიტომ ყველაზე უსაფრთხო საკვებმა დანამატმაც კი, განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს ინდივიდუალური რეაქციები. Mმაგრამ არიან ისეთი საკვები დანამატები, რომლებიც საშიში და სახიფათოა ნებისმიერი ორგანიზმისათვის.
საკვები დანამატები, რომელთა გამოყენება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის:
განსაკუთრებით საშიში -E123, E510, E513, E527
საშიში - E102, E110, E120, E124, E127, E129, E155, E180, E201, E220, E222, E223, E224, E228, E233, E242,E400, E401, E402, E403, E404, E405,E501, E502, E503,E620, E636,E637
კანცეროგენული - E131, E142, E153, E210-216, E219, E230, E240, E249, E280, E281, E282, E283, E310, E954
კუჭის დაავადებების - E338-341, E343, E450-452, E461-463, E465, E466
კანის დაავადებების- E151, E160, E231, E232, E239, E311, E312, E320, E907, E951,E1105
ნაწლავთა დაავადებების - E154, E625, E627-635
წნევის ამწევი - E154, E250-251
ბავშვებისათვის საშიში - E270
აკრძალული – E103, E105, E111, E121, E123, E125, E126, E130, E152, E211, E952
საეჭვო - E104, E122, E141, E150, E171, E173, E241, E477
საკვები დანამატები, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისათვის:
ალერგიულმა ადამიანებმა არ უნდა მიიღონ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ შემდეგ საკვებ დანამატებს: Е131, Е132, Е160Ь, Е210, Е214, Е217, Е230, Е231, Е232, Е239, Е311, Е312,Е313,Е951.
ასთმიანებში ასთმის შეტევის პროვოცირება შეუძლია: Е102, Е107, Е122, Е123, Е124, Е155, Е211, Е212, Е213, Е214, Е217, Е221, Е222, Е223, Е224, Е225, Е226, Е227.
ასპირინის მიმართ მგრძნობიარე ადამიანებისათვის არაა რეკომენდირებული: Е107, Е110,Е122,Е123,Е124,Е155,Е214,Е217.
ფეხმძიმე ქალებისათვის არაა რეკომენდირებული: Е233
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს იწვევს: Е338, Е341, Е407, Е450, Е461, Е463,Е465,Е466.
პატარა ბავშვებისათვის არაა რეკომენდირებული: Е249, Е262, Е310, Е311, Е312, Е320, Е514, Е623, Е626, Е627, Е628, Е629, Е630, Е631, Е632, Е633, Е634, Е635.
სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობის დროს არაა რეკომენდირებული: Е320.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლის მიზეზი შეიძლება გახდეს: Е127.
კანის დაავადებების დროს არაა რეკომენდირებული: Е230, Е231, Е232, Е233.
ღვიძლისა და თირკმლებით დაავადებულთათვის არაა რეკომენდირებული: Е171, Е172, Е173, Е220, Е302, Е320, Е321, Е322, Е510, Е518.
ბოლო წლებში საკვები საწარმოების ნაწილი ჩვენს ქვეყანაში გადადის უცხოელი ინვესტორების ხელში, რომლებიც თავის მხრივ წარმოებაში ნერგავენ დასავლურ ტექნოლოგიებს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რაფინირებული, სინთეზური და ხელოვნური ინგრედიენტების ფართო გამოყენება, ამის პარალელურად კი მუდმივად ხდება სამრეწველო პროდუქციის იმპორტი და ქართველი მომხმარებელი სულ უფრო ხშირად იყენებს უცხოური პროდუქციის "ხელოვნურ სიახლეებს”. Aასევე, ცნობილია, რომ ყველა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში არსებობს სამი ტიპის საკვები პროდუქტები: შიდა მოხმარებისათვის, სხვა განვითარებულ ქვეყნებში ექსპორტისათვის და ე.წ. "მესამე სამყაროს” ქვეყნებში საექსპორტოდ. სწორედ ამიტომ, ჩვენი მაღაზიების დახლებზე ხშირად გვხვდება ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ პასუხობენ ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო ჩვენი თანამემამულეების მხრიდან ნატურალური პროდუქტების მოხმარების შემცირება, რაც აუცილებელია ორგანიზმისათვის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი ნივთიერებების მიწოდებით, იწვევს ბუნებრივი პროდუქტების ჩანაცვლებას რაფინირებული, არასაიმედო საკვებით, რომელიც ხელოვნურადაა გამდიდრებული ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. სპეციალისტების აზრით, ასეთი პროდუქცია არ შეიძლება გამოყენებული იქნას მომხმარებელთა ფართო მასებში ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის, არსებული კლიმატისა და ეკოლოგიის გათვალისწინების გარეშე, ხოლო მიყენებული ზიანის სრულად განსაზღვრა შესაძლებელი გახდება მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ. Aასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შემოტანილ საკვებს დღემდე მონიტორინგი არ უტარდება, თუმცა,საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე დაწყებული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო„კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის“ შესახებ. 2011 წლის 3 იანვრიდან ეს კანონი ყველა საკანონმდებლო მუხლით შევიდა ძალაში, რაც მწარმოებლების მიმართ კანონით განსაზღვრული ყველა სანქციის განხორციელების საშუალებას იძლევა.
უნდა ითქვას, რომ ბევრ სახელმწიფოში აკრძალული საკვები დანამატების სია ათობით და ასობით ელემენტს მოიცავს, ჩვენში კი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთი დანამატია აკრძალული, რაც საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი არ არის და აკრძალული დანამატების რიცხვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ეს დანამატებია:
E121- საღებავი, ციტრუსის წითელი- ამ საღებავით ახდენდნენ ციტრუსების კანის დამუშავებას.
E123- საღებავი-ამარანტი- სინთეზური საღებავი, არაფერი აქვს საერთო ამავე სახელწოდების მცენარესთან.
E240- ფორმალდეჰიდი, კონსერვანტი, ძლიერ შხამიანი ნივთიერებაა, იყენებენ ანატომიური პრეპერატების შესანახად.
E924a – და E924b- კალიუმის და კალციუმის ბრომატები, ე.წ. პურისა და ფქვილის "გამაკეთილშობილები”, იყენებენ ფქვილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ევროპაში აკრძალული დანამატების ჩამონათვალი ბევრად დიდია, თუმცა ამ ნივთიერებების ირგვლივ ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი დანამატი იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, თუმცა ამის ზუსტი მტკიცებულებები არ არსებობს. A ერთის მხრივ, მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, საკვები დანამატების მასიური გამოყენების შემდეგ, სიმსივნური დაავადებების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, ვერავინ ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი საკვებია და არა ცუდი ეკოლოგიური თუ სოციალური ფაქტორები. აქვე მოვიყვან ზოგიერთ საშიშ დანამატს, მაგ, საკვები დანამატი Е-951 – ასპარტამი, ხელოვნური დამატკბობელი, თვლიან, რომ ის იწვევს გენურ მუტაციას, რის შედეგადაც ვითარდება იშვიათი დაავადება-ფენილკეტონურია, ასპარტამი გვხვდება საღეჭი რეზინისა და გაზიანი სასმელების შემადგენლობაში, Aამ საკვებ დანამატზე უკვე რამოდენიმე წელია დიდი ვნებათაღელვაა, მაგრამ ასპარტამის მავნებლობა ჯერ კიდევ ვერ დადასტურდა.
Е-102- ტარტრაზინი- საღებავი, იწვევს კვებით ალერგიას. გვხვდება საკონდიტრო ნაწარმში, კანფეტებში, ნაყინში, სასმელებში.
Е128- წითელი საღებავი Red 2G- კანცეროგენული ეფექტით, გამოიყენება სოსისის წარმოებაში პროდუქტისათვის ვარდისფერის მისანიჭებლად. წარმოადგენს გენოტოქსიკურ ნივთიერებას, იწვევს გენურ ცვლილებებს, ონკოლოგიურ დაავადებებს, ნაყოფის განვითარების პათოლოგიებს, თანდაყოლილ ანომალიებს. Е128-ს შეიცავს სოსისი და ძეხვეული, განსაკუთრებით კი დაბალფასიანი.
Е 216-217 -პროპილპარაბენი და პროპილპარაბენის ნატრიუმის მარილი- კონსერვანტები.- იწვევს კვებით მოწამვლას. შეიცავს კანფეტები, გულსართიანი შოკოლადები, ხორცპროდუქტები, პაშტეტები, სუპები და ბულიონები.
Е-250- ნატრიუმის ნიტრიტი- საღებავი, კონსერვანტი, იყენებენ ხორცის კონსერვაციისა და მისი ფერის სტაბილიზაციისათვის. იწვევს ნერვულ აგზნებას ბავშვებში, ჰიპოქსიას, ორგანიზმის ვიტამინებით გაღარიბებას, კვებით მოწამვლას შესაძლო ლეტარული შედეგით, ონკოლოგიურ დაავადებებს. შეიცავს ბეკონი, სოსისი, ლორი, შებოლილი ხორცი და თევზი.
Е-230-231- კონსერვანტები, რომლებსაც იყენებენ ფორთოხლისა და ბანანის ხანგრძლივი დროით შესანახად, სხვა არაფერია, თუ არა ფენოლი, რომელიც არის ძლიერ შხამიანი ნივთიერება.
Е-400-499- შემასქელებლები, სტაბილიზატორები- იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს. Gგვხვდება იოგურტებში და მაიონეზში.
E -161- კანტაქსანტინი,საღებავი. ხშირი მოხმარებისას მან შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანში გამოიწვიოს თვალის ბადურის დაზიანება, ასევე, კანის სხვადასხვა პათოლოგიები. ამ ნივთიერებას ამატებენ ქათმების საკვებს, ფრინველის კანისა და კვერცხის ფერის გასაუმჯობესებლად.
E- 954 -საქარინი , დამატკბობელი.ფიქრობენ, რომ ის იწვევს შარდის ბუშტის კიბოს.
E- 620 -გლუტამინის მჟავა, არომატიზატორი. იწვევს ორგანიზმის საერთო სისუსტეს, ალერგიული ავადმყოფობის გამწვავებას.
E 220-დან E 228-მდე, სულფატები, იწვევს ალერგიულ რეაქციებს;
E 210-დან 213-მდე,ბენზოატები, იწვევს ალერგიულ რეაქციებს;
ამასთან, ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე არ არის მითითებული კონკრეტული საკვები დანამატი, არამედ მითითებულია, რომ პროდუქტი შეიცავს საკვებ საღებავებს, კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს. Eეკოლოგების აზრით, ასეთი პროდუქტის შეძენისაგან ჯობია თავი შევიკავოთ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ პროდუქტი იმპორტირებულია, რადგან არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ამ პროდუქტის დამზადებისას არ იქნა გამოყენებული აკრძალული დანამატები.
დღეისათვის მეცნიერთა ფართო წრეში განსჯის საგანია ცხოველთა საკვები დანამატი–რაქტოპამინი, რომელსაც უმატებენ საქონლისა და ღორის საკვებს ამ უკანასკნელის კუნთოვანი მასის გასაზრდელად. ზოგიერთი ექსპერტების აზრით, ეს ნივთიერება ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს უაროფითად. ადამიანი იმატებს წონაში, ასევე პრეპარატი მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, იწვევს ტაქიკარდიას, თავის ტკივილს, ხელების კანკალს, კუნთების სპაზმს,ბლოკავს ზოგიერთი მედიკამენტის მოქმედებას და ამით ხელს უშლის ავადმყოფის მკურნალობას, თუმცა ქიმიკოსთა ნაწილი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათი აზრით, პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს უაროფითი მოქმედება, თუმცა იმ დოზით, რა დოზითაც ის ხორცშია წარმოდგენილი, ის ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ადამიანისათვის დასაშვები ნორმაა 10მკგ/კგ–ზე. თუმცა მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, ტაივანსა და რუსეთში აკრძალულია რაქტოპამინის გამოყენება, ამავე დროს ევროკავშირში აკრძალულია ყველა პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია საქონლის ხორცის მასის მოსამატებლად. 2013 წლის 11 თებერვალს რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს ამერიკიდან ინდაურის, ღორისა და საქონლის ხორცის შეტანას. ამის მიზეზად რუსეთის ოფიციალურმა პირება დაასახელეს ის, რომ ამერიკიდან შემოტანილი ხორცპროდუქტები შეიცავენ კუნთოვანი მასის ზრდის სტიმულატორს–რაქტოპამინს. 2012 წლის მარტში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა დონალდ ბრუმმა სამეცნიერო ფორუმზე დაადასტურა, რომ რაქტოპამიდი აკრძალულია მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევროკავშირის ჩათვლით. მეორეს მხრივ, 27 ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მექსიკაში, კანადასა და აშშ–ში ამ საკვები დანამატით გაზრდილი საქონლის ხორცი ითვლება ადამიანისათვის უსაფრთხოდ.
შედარებით გავრცელებული საკვები დანამატები
არსებობს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლო E დანამატები. მაგ. ჟურნალ Cancer Medicine-ში გამოქვეყნდა ნაშრომი, რომლის მიხედვითაც აშშ-ში,მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კვების მრეწველობაში ფართოდ გამოყენებულ საკვებ დანამატ ნიზინს- E-234-ს ,რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული აქტივობა, ასევე აღმოაჩნდა კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. ის ეფექტური აღმოჩნდა თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას სამკურნალოდ. ნიზინი - E-234 წარმოადგენს პოლიპეპტიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც მიიღება რძემჟავა ბაქტერიებიდან,კერძოდ, Streptococcus lactis-დან. ნიზინი ამცირებს ტემპერატურის მიმართ მდგრადი, გრამდადებითი ბაქტერიების- Clostridium და Bacillus მოქმედებას, აინჰიბირებს ბოტულინის ტოქსინების წარმოქმნას და გამოიყენება რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, წვენების, პასტერიზებული სუპების და სხვ. კონსერვაციისათვის. ნიზინის ( E-234 ), როგორც უსაფრხო დანამატის გამოყენება, აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. Medical News Today მიხედვით, ნიზინის კიბოს საწინააღმდეგო აქტივობა გამოვლინდა მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ანტიბაქტერიული აგენტების შესაძლო კიბოს საწინააღმდეგო აქტივობის გამოსავლენად ჩატარებული მასშტაბური კვლევების შედეგად. აღმოჩნდა, რომ E-234 ამცირებს სიმსივნური უჯრედების დაყოფას, იწვევს თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას უჯრედების კვდომას, ანელებს და აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას in vitro და in vivo. ავტორთა აზრით, კვლევის შედეგად E-234 შეიძლება განვიხილოთ, როგორც ახალი, უსაფრთხო და ეფექტური თერაპიული საშუალება თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომას სამკურნალოდ. ასევე უსაფრთხო დანამატია საკვები საღებარი E-163 - ანტოციანი, რომელიც მიღებულია ყურძნის კანისაგან, ანტიოქსიდანტი E- 338 და სტაბილიზატორი E-450 კი უწყინარი ფოსფატებია, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ძვლებისათვის. Aამ სფეროში მომუშავე ექსპერტების აზრით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი ნივთიერებების დიდი ნაწილი ძალიან გავრცელებული და უსაფრთხოა, მაგ: EE-330 , ეს სხვა არაფერია, თუ არა ლიმონის მჟავა, EE-284 –ბორის მჟავა, E-905b – ვაზელინი, E-967–ქსილიტი. თუ ამ საკითხს შევხედავთ მეორე მხრიდან, გაზიანი წყლები შეიცავს გაცილებით მეტ ლიმონის მჟავას, ვიდრე ეს საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის, და რომელსაც ის იღებს ციტრუსებისაგან, სადაც ის გაცილებით ნაკლები რაოდენობითაა, ამიტომ მედიკოსების აზრით, ეს არის პირდაპირი გზა გასტრიტისაკენ.
თეორიულად ითვლება რომ საკვები დანამატების გამოყენება ტექნოლოგიურად გამართლებულია და ისინი აუცილებლად გადიან შემოწმებას უსაფრთხოებაზე. მაგრამ ეს ხშირად მხოლოდ თეორიაა, და სინამდვილეში კი ზოგიერთი ამ ნივთიერების მიღებამ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, ხოლო სამომავლოდ კი ადამიანთა ფართო მასებში მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე.
მივიღოთ თუ არა საკვები დანამატები?
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება საკვები პროდუქტების ახალი თაობა. ჩვენ უფრო ხშირად ვსაუბრობთ საკვების დაბალ კალორიულობაზე, მასში შაქარისა და ცხიმის დაბალ შემცველობაზე. ვირჩევთ სწრაფი მომზადების პროდუქტებს, პროდუქტებს ხანგრძლივი შენახვის დროით და გვავიწყდება, რომ ისინი გაჯერებულია სწორედ საკვები დანამატებით. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია შევიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს საკვებ დანამატებს, ან ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, გვეცოდინება მაინც, რას მივირთმევთ, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება, მეორე მხრივ კი საერთოდ ამ პროდუქტებზე უარის თქმა ძალიან ძნელია, თუმცა ევროპა ბოლო პერიოდში პრინციპულად მოქმედებს ამ მიმართულებით, რათა შეიზღუდოს ისეთი კომპონენტების გამოყენება, რომელთა უსაფრთხოება საბოლოოდ არაა დადგენილი.
ექიმები გვირჩევენ, თუ ვერ ვახერხებთ ისეთი პროდუქტების შეძენას, რომლებიც არ შეიცავენ საკვებ დანამატებს, შევეცადოთ, ავარჩიოთ ისეთი პროდუქტი, სადაც ასეთი დანამატი ორზე მეტი არ იქნება, ხოლო თუ მეტია, ვეცადოთ, არ გამოვიყენოთ ის ბავშვისა და მოზარდის საკვებად, რადგან ნათქვამია, "სიფრთხილეს თავი არ სტკივა”, ასე რომ, არჩევანი ჩვენზეა და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვილი ბავშვების (ერთ წლამდე ასაკი) და ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვთა საკვები პროდუქტები არ უნდა შეიცავდნენ დამატკბობლებსა და საღებავებს.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ჯანმრთელობის დაცვა არის თითოეული ადამიანის პირადი უფლება, მაგრამ ამავე დროს ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და ამის შემდეგ თვითონ გააკეთოს არჩევანი.
ლიტერატურა:
1.А.Булдаков. Опасные Пищевые добавки и их
воздействия на организм + Таблица Е добавок. Изд.:Санкт-Петербург. 2010 . 238
2.Нечаев А.П., Кочеткова А.А., Зайцев А.И. Пищевые добавки. Изд.: Колос, Колос-Пресс. 2002 . 256 стр.
3. http://razuznai.ru/pischevye_dobavki_znatchenie_indeksa_e.html
4.http://dokumentika.org/eda/e-pischevie-dobavki
5. http://www.evd-shkola2010.narod.ru/dobavki.htm
6.http://prodobavki.com/modules.php?name=ingr_list
7.http://www.pravda.rv.ua/food/food%20edditions.php
8.http://www.prohleb.ru/index.php?page=14
9. http://www.medportal.ru/mednovosti/news/2012/10/31/nisin/
10.http://www.ambebi.ge/sazogadoeba/32652-genmodificirebuli-sakvebi-da-sashishi-danamatebi.
11.https://www.matsne.gov.ge
12.http://sociometri.wordpress.com/2011/07/07/მინდვრიდან-მაგიდამდე/
13. http://ru.wikipedia.org/wiki/Рактопамин
14. http://www.golos-ameriki.ru/content/meat-export-ban/1601321.html
გამოქვეყნებულია: 01-05-2013