ელიზბარ ელიზბარაშვილი

elizbarashvili@gtu.ge





ასევე იხილეთ

ტომი: 1, ნომერი: 2, გვ: 15-20

 

 

გაფართოებული ძებნა

 

 

"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 9-10 გვ.

რედაქტორისაგან

ელიზბარ ელიზბარაშვილი

პროფესორი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე
ტელ: 593357538

რეზიუმე: სამეცნიერო, პოპულარული და შემეცნებითი ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა ქიმიისა და ქიმიკოსების საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტმედია, არ არის განებივრებული კარგი პროფესიული ჟურნალებით. საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, გთავაზობთ ახალ სამეცნიერო, პოპულარულ და შემეცნებით ჟურნალს - „ქიმიის უწყებანი“.

საკვანძო სიტყვები: ქიმია, ჟურნალი

ძვირფასო კოლეგებო და მკითხველებო!

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, გთავაზობთ ახალ სამეცნიერო, პოპულარულ და შემეცნებით ჟურნალს - „ქიმიის უწყებანი“.

სამეცნიერო, პოპულარული და შემეცნებითი ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა ქიმიისა და ქიმიკოსების საქმიანობის პოპულარიზაციისთვის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ბეჭდური თუ ინტერნეტმედია, არ არის განებივრებული კარგი პროფესიული ჟურნალებით.

„ქიმიის უწყებანის“ მისია განსხვავებული იქნება, ვიდრე სხვა მეცნიერული ჟურნალებისა, რომლებიც თავისთავად ძალიან მნიშნელოვან საქმეს ემსახურებიან. ჟურნალში გამოქვეყნდება მასალები, რომლებიც ერთნაირად კითხვადი და საინტერესო იქნება როგორც - ქიმიკოსებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მკითხველისთვის. მასში წაიკითხავთ ქიმიის სხვადასხვა დარგის როგორც სამეცნიერო, ისე სამეცნიერო-შემეცნებითი ხასიათის სტატიებს. ყურადღება გამახვილდება ქიმიური ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე და მის როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ასევე ვისაუბრებთ, ქიმიის სწავლების თანამედროვე მეთოდებზე, გაკვეთილებისა და ლექციების დაგეგმვასა და მასში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. აქტიურად გამოვეხმაურებით ჩვენი ქვეყნის განათლების რეფორმას და განათლების სისტემის სტრატეგიას. ჟურნალში გამოქვეყნდება საინტერესო ნაშრომები ქიმიის ისტორიიდან. მოგითხრობთ ღვაწლმოსილ მეცნიერებზე, ღირშესანიშნავ ფაქტებზე და მოვლენებზე. წარმოგიდგენთ განსხვავებულ მოსაზრებებს და გავითვალისწინებთ მკითხველებისა და კოლეგების რჩევებს თუ შენიშვნებს.

ყველა ამ სურვილისა და ჩანაფიქრის განხორციელებას, ბუნებრივია მარტო ვერ შევძლებთ. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი თანამოაზრეებისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის, ვისაც გული შესტკივა ქიმიაზე, ვისაც სურს, რომ ქიმია იყოს ერთ-ერთი წამყვანი და პოპულარული დარგი და ვინც იცის, ამ დარგის განვითარების მნიშვნელობა ქვეყნის წარმატების საქმეში.

ჟურნალი ელექტრონული ვერსიის სახით გამოიცემა. ეს საშუალებას გვაძლევს, რაც შეიძლება ოპერატიულად განვათავსოთ თქვენი სტატია ინტერნეტ სივრცეში. სტატიები აიკინძება და ნომრის დახურვის შემდეგ, როგორც ავტორები, ისე სხვა დაინტერესებული პირები მიიღებენ ჟურნალის ნომრის სრულ ელექტრონულ ვერსიას. თითოეული სტატია და ყველა ნომერი თავისუფლად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვის. ახლი ნაშრომის შესახებ ანონსი გაკეთდება, როგორც ასოციაციის ვებ-პორტალზე www.chemistry.ge, ასევე სოციალურ ქსელში მის Facebook-ის გვერდზე. სარედაქციო კოლეგია არ დაიშურებს ძალისხმევას, ავტორებისა და მათი ნაშრომების პოპულარიზაციისათვის.

ნაშრომის გამოქვეყნება ჩვენს ჟურნალში საკმაოდ მარტივია. მისი გამოქვეყნება შეგიძლიათ „ჩვენთან მოუსვლელად“. ამისათვის საკმარისია, გააფორმოთ სტატია დადგენილი ინსტრუქციის მიხედვით, (www.chemistry.ge/publication/chemnews/guide.php) რომელსაც ჟურნალის ვებ-გვერდზე იპოვით, გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის გვერდზე, ატვირთოთ ნაშრომი (http://www.chemistry.ge/publication/chemnews/authors.php) და დაელოდოთ რედაქტორის შეტყობინებას შემდგომი მოქმედებისათვის.

მინდა წარმატებები გისურვოთ ჩვენო მომავალო ავტორებო, მეცნიერებო, მკვლევარებო, მასწავლებლებო, ქიმიკოსებო და მკითხველებო!

თქვენი ყოველი წარმატება, ჟურნალის წარმატებაა!





 

გამოქვეყნებულია: 24-02-2013