"ქიმიის უწყებანი" ტომი:1, ნომერი:1, 31-32 გვ.
სინთეზური ესტერული ცვილის სტრუქტურა და თვისებები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი
რეზიუმე: დადგენილია, რომ სინთეზური და ნატურალური ცვილები ძირითადი თვისებებით ახლოს არიან ერთმანეთთან. სინთეზური და ნატურალური ცვილების რეოლოგიური თვისებები კარგად კორელირებადია მათ მიკროსტრუქტურასთან. ცვილების ბუნებისაგან დამოუკიდებლად ისინი წარმოქმნიან მაღალ სრუქტურირებულ სისტემებს.
საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი ცვილი, სინთეზური ცვილი, ესტერი
ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა სინთეზური ესტეროვანი ცვილების მიღება ხელმისაწვდომი ნედლეულის საფუძველზე.
საწყის პროდუქტებად გამოყენებული იქნა სხვადასხვა ფრაქციული შედგენილობის მაღალმოლეკულური სინთეზური ცხიმოვანი მჟავები, სტეარინის მჟავა და C10-C16 სინთეზური ცხიმოვანი მჟავების ფრაქციის მონოეთანოლამიდები.
სინთეზურ ცვილს ღებულობდნენ მაღალმოლეკულური ცხიმოვანი მჟავების ჰიდროქსილშემცველი შენაერთების ესტერიფიკაციის გზით.
ცვილების ნიმუშების ანალიზი ხდებოდა ცვილების თვისებების შეფასებისათვის გამოსაყენებელი ჩვეულებრივი მეთოდებით. რთულეთეროვანი ცვილებისა და მათ დასამზადებლად საჭირო კომპონენტების სტრუქტურას სწავლობდნენ ЭМ-5 (x15 000) მიკროსკოპის დახმარებით პირდაპირი ელექტრონულოპტიკური გადიდებით.
მიღებული ცვილების თვისებების შესწავლის შედეგები მოყვანილია ცხრილში, სადაც შედარებისათვის ნაჩვენებია ნატურალური ცვილის მახასიათებლებიც.
დადგენილია, რომ სინთეზური ცვილების თვისებები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გამოყენებული მჟავების ნახშირწყალბადის სიგრძეზე (მოლეკულურ წონაზე), აგრეთვე მათი სისუფთავის ხარისხზე. მჟავების ნახშირწყალბადის სიგრძის გაზრდა გამოიწვევს ცვილების ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას. სინთეზური ცვილების თვისებებზე ანალოგიურ გავლენას ახდენს სინთეზური ცხიმოვანი მჟავების დამატებითი გასუფთავება სხვადასხვა მინარევებისაგან - ოქსიდების, იზომჟავებისა და სხვა ნივთიერებებისაგან.
თუ შევადარებთ სინთეზური გზით მიღებული ცვილებისა და ნატურალური ცვილების ხარისხის მაჩვენებლებს, შეიძლება აღინიშნოს, რომ ძირითადი თვისებებით ისინი ახლოს არიან ერთმანეთთან.
სინთეზური და ნატურალური ცვილების რეოლოგიური თვისებები კარგად კორელირებადია მათ მიკროსტრუქტურასთან. ცვილების ბუნებისაგან დამოუკიდებლად ისინი ქმნიან მაღალსტრუქტურირებულ სისტემებს. სტრუქტურის ჩამოყალიბებისადმი ასეთი მიდრეკილება ადასტურებს ამ ცვილების საექსპლოატაციო თვისებების ანალოგიურობას.
შედგენილობა | მჟავური რიცხვი, მგ КОН / გ |
ესტერული რიცხვი, მგ КОН / გ |
ლღობის ტემპერატურა, °С |
პენეტრაცია (100 გ / 5 с ), მმ∙10-1 |
---|---|---|---|---|
C17 – C20 | 16.8 | 98 | 57 | 25 |
C18 – C23 | 11 | 102 | 60 | 22 |
C21 – C25 სინთეზური ცხიმოვანი მჟავების გასუფთავება | 12 | 100 | 65 | 18 |
C17 – C20 ფრაქცია | 12 | 104 | 64 | 12 |
სტეარინის მჟავა | 14 | 100 | 63 | 14 |
ფუტკრის ცვილი | 20 | 71 | 63 | 12 |
ტორფული ცვილი | 37 | 83 | 70 | 4 |
გამოქვეყნებულია: 23-03-2013