1. პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1. წყალბადი

1. რით აიხსნება მოლეკულური წყალბადის დიდი მდგრადობა და ატომური წყალბადის მაღალი ქიმიური აქტიურობა?

2. რომელი ქიმიური თვისებებით განსხვავდება ატომური წყალბადი მოლეკულურისგან? რატომ?

3. რა თვისებით ჰგავს წყალბად-იონები (H+) ტუტე მეტალების იონებს?

4. რომელი ფიზიკური მახასიათებლით ჰგავს წყალბად-იონი (H-) ჰალოგენებს?

5. ჰალოგენების ატომებთან რა მსგავსების გამო ათავსებენ წყალბადს ელემენტთა პერიოდუულობის ცხრილის მე-17 ჯგუფში?

6. წყალბადის სამი იზოტოპიდან რომელია სტაბილური?

7. რატომ არის წყალბადი ძალიან მცირე რაოდენობით გავრცელებული ბუნებაში?

8. წყალბადის რომელი იზოტოპი გამოიყენება თერმობირთვულ რეაქციებში? რომელი რეაქცია უდევს საფუძვლად მის თერმობირთვულ გარდაქმნას?

9. რომელი ფიზიკური თვისებებით განსხვავდება ერთმანეთისაგან პროთიუმი, დეიტერიუმი და ტრითიუმი?

10. რა პროცესებს ეფუძნება მოლეკულური წყალბადის მიღების მეთოდები?

11. წყალბადის მიღების რომელი სამრეწველო ხერხია ეკონომიურად უფრო ხელსაყრელი?

12. რომელ ქიმიურ რეაქციას და წყალბადის რომელ თვისებას ეფუძნება შესაბამისი საწვავი ელემენტის დამზადება? რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად ამ ელემენტის გამოყენებისას?

13. რა როლს ასრულებს წყალბადი მეტალებთან ურთიერთქმედებისას და მისი რომელი იონი წარმოიქმნება ამ დროს?

14. თერმოქიმიის თვალსაზრისით, როგორი პროცესია Hˉ-იონის წარმოქმნა?

15. რომელი ფიზიკური მახასიათებლით განისაზღვრება წყალბად-იონების კონცენტრაცია წყალხსნარებში?

16. წყალბადის რომელი ნაერთები ხასიათდება მეტალური თვისებებით?

17. ენტროპიის როგორი ცვლილებით მიმდინარეობს მეტალთა ჰიდრიდების წარმოქნა? რატომ?

18. რით აიხსნება მოლეკულური წყალბადის დიდი ხსნადობა პლატინასა და პალადიუმში? სად გამოიყენება მოლეკულური წყალბადის ეს უნიკალური თვისება?

19. რომელ აირად ნივთიერებასთან რეაგირებს თხევადი წყალბადი ძლიერ დაბალ (უარყოფით) ტემპერატურაზე აფეთქებით?

20. რა პირობებში და როგორი მექანიზმით მიმდინარეობს მოლეკულური წყალბადის ჟანგბადთან ურთიერთქმედების რექაცია?

21. რას ეწოდება “მგრგვინავი აირი”?

22. ახსენით წყალბადის პეროქსიდის მჟანგავი და აღმდგენი ბუნება და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

23. ახსენით წყალბადის პეროქსიდის მჟანგავი და აღმდგენი ბუნება და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

24. რა გამოიყენება აქვს წყალბადის პეროქსიდს, როგორც მჟანგავს?

25. როგორ მიიღება ლაბორატორიაში ორგანულ სინთეზებში გამოყენებული მნიშვნელოვანი აღმდგენები LiAlH4 და NaBH4?

26. რა პირობებში შეიძლება შეასრულოს წყალბადმა ლიგანდის როლი?

27. რა გამოყენება აქვს წყალბადს ტექნიკასა და ქიმიურ მრეწველობაში?

28. რა როლს ასრულებს წყალბადი ადამიანის ორგანიზმში?

 

s