ვინ ვართ ჩვენ

ისტორია

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია (სპქა, საიდენტიფიკაციო ნომერი 404893834.) დაფუძნდა 2011 წლის 6 აპრილს და მისი ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიზანი იყო, შეესრულებინა მედიატორის როლი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, უმაღლეს სასწავლებელსა და დამსაქმებლებს შორის. დაარსების დღიდან მისი ძირითადი საქმიანობა მიმართულია ამ კუთხით. ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობები განთავსებულია მის ოფიციალურ ვებ პორტალზე www.chemistry.ge.

სპქა წარმადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომლის წევრიც შეიძლება იყოს ქიმიაში, ქიმიურ ინჟინერიაში, კვების ტექნოლოგიაში ან მომიჯნავე დარგში დაკავებული პირი. წევრად გახდომა შესაძლებელია როგორც პიროვნულად, ისე ორგანიზაციულად ასოციაციის მოქმედი ორი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე (საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა).

 

ასოციაციის წევრს ქიმიის პორტალზე აქვს საკუთარი პორტფოლიო.

 

სპქა-ს მიერ განხორციელებული აქტივობებია:

  • ქართულენოვანი ქიმიის პორტალის www.chemistry.ge დაფუძნება. პორტალი მოიცავს არაერთ დამოუკიდებელ ვებ გვერდს. გარდა ამისა, იგი საშუალებას აძლევს ასოციაციის თითოეულ წევრს ჰქონდეს საკუთარი პორტფოლიო, განათავსოს მისი სამეცნიერო თუ პედაგოგიური მიღწევები და სხვა. ასოციაციის ვებ-გვერდი www.chemistry.ge დიდი ხანია პოპულარობით სარგებლოს საზოგადოებაში და ანალიტიკური სამსახურის top.ge-ს მონაცემების მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების ვებ გვერდების რეიტინგის ათეულშია მუდმივად.
  • 2016 წელს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის ორგანიზება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად (85 მონაწილე ქვეყანა, 645 მონაწილე, ბიუჯეტი 1,700,000 ლარი, http://www.icho2016.chemistry.ge).
  • მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის შექმნა გურიის რეგიონში. შეიქმნა მასწავლებელთა ტრენინგ მოდული ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის ექსპერიმენტის ტექნიკაში. გამოცა შესაბამისი CD-დისკი და სახელმძღვანელო, რომელიც ტრენინგის მონაწილეებსა და ასოციაციის წევრებს უფასოდ გადაეცათ. 6 თვის განმავლობაში გადამზადდა რეგიონის 127 ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლები (რეგიონის საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლების 40%.) (დონორი ორგანიზაცია UNDP, ბიუჯეტი - 50000 ლარი, http://chemistry.ge/view_news.php?id=480).
  • „ქიმიის საგნობრივი პროგრამის და მასწავლებლის სტანდარტის შედარებითი ანალიზი“ , ჩატარდა მასწავლებელთა კონფერენცია და შემუშავდა რეკომენდაციები. (დონორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 15000 ლარი).

 კონფერენციების ორგანიზება:

  • 2017 წელს მოიპოვა საერთაშორისო მე-16 კონფერენციის „Microbial and Nematode Control of Invertebrate Pests“ საქართველოში ჩატარების უფლება (http://chemistry.ge/conferences/iobc-2017). (ბიუჯეტი 24000 ევრო, საწევრო გადასახადები, 96 უცხოელი მონაწილე).
  •  
  • 2014 წელს მოიპოვა საერთაშორისო კონფერენციის 8-th Eurasian Meeting on Heterocyclic Chemistry (EAMHC-2014) საქართველოში ჩატარების უფლება ( 18000 ევრო, საწევრო გადასახადები, http://www.chemistry.ge/conferences/eamhc-2014/index.html)

 საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნება და ჩატარება:

  • პირველი სიმპოზიუმი ორგანულ ქიმიაში http://chemistry.ge/conferences/ocs/index.htm
  • მეორე საერთაშორისო კონფერენცია ქიმიაში GeoHet-2011 (თანადაფინანსება შრესფ, 30000 ლარი) http://chemistry.ge/conferences/geohet-2011/
  • მესამე საერთაშორისო კონფერენცია ქიმიაში ICOC-2014 (თანადაფინანსება შრესფ, 30000 ლარი) http://chemistry.ge/conferences/icys-2014/index.html
  • და სხვა (სრული ჩამონათვალი იხილეთ http://chemistry.ge/conferences/conferences2.php)

ახალგზარდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციის დაფუძნება:

  • ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური კონფერენცია: "ქიმია დღეს" - http://chemistry.ge/conferences/rcys2011/index.php
  • ახალგაზრდა მეცნიერთა II საერთაშორისო კონფერენცია: "ქიმია დღეს-2012“ (http://www.chemistry.ge/conferences/icys-2012/index.html)
  • ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ქიმია დღეს - 2013" - http://chemistry.ge/conferences/icys-2013/index.html
  • 4th International Conference of Young Scientists - Chemistry Today-2014“ (ჩატარდა ერევანში) - http://chemistry.ge/conferences/icys-2014/index.html
  • 5-th International Conference of Young Scientists: Chemistry Today -2016 (http://chemistry.ge/conferences/icys-2016/welcome.html)

 

მოსწავლეთა კონფერენციების ორგანიზება:

  • მოსწავლეთა კონფერენცია "ქიმია ხვალ"
  • მოსწავლეთა რესპუბლიკური ოლიმპიადა „დედამიწა ჩვენი სახლია " (2016, 2017)

სხვა პროექტები:

  • პროექტი „შეიყვარე ქიმია, შეაყვარე სხვას“
  • პროფესორ გოგი ჭირაქაძის პრემია
  • პროექტი "მინერალების ენციკლოპედია"
  • პოპულარული ლექციები ქიმიაში საჯარო სკოლებისათვის
  • იდეების ინკუბატორი
  • პროექტი "ნობელიანტები ქიმიაში"
  • ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში IChO მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიური ნაკრების მომზადება (2012 წლიდან დღემდე)

 

საგამომცემლო საქმიანობა:

  • დაფუძნებულია სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „ქიმიის უწყებანი“
  • გამოცემულია 10 წიგნი სერიიდან „50 პოპულარული წიგნი ქიმიაში“

 

კონკურსები და პრემიები

  • დაწესებული აქვს სპეციალური პრემია საბუნებისმეტყველო დარგის მასწავლებელზე საუკეთესო ნაწარმოებისათვის ჟურნალ „მასწავლებლის“ მიერ ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“ . გასულ წელს პრემია 500 ლარის ოდენობით გადაეცა მწერალ თორნიკე ჭელიძეს
  • დაწესებული აქვს სპეციალური პრიზები მოსწავლეთა ოლიმპიადაზე „ლეონარდო და ვინჩი“ ქიმიის დარგის საუკეთესო ნამუშევრებისათვის

გამგებობა

პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი (თავმჯდომარე)
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ: 335201
მობ.: 893 357538
ელ–ფოსტა: elizbarashvili@gtu.ge

ვებ-გვერდი:

პროფ. შოთა სამსონია
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
საქ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წ/კ
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტელ: (995 32) 226810
ელ–ფოსტა: shota.samsonia@tsu.ge

ვებ-გვერდი:

პროფ. იოსებ ჩიკვაიძე
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტელ: 25 08 13
ელ–ფოსტა: iosebc@yahoo.com

ვებ-გვერდი:



   

პროფ. შუქრი ჯაფარიძე
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

 

ტელ: 227626
ელ–ფოსტა: japaridzeshukri@yahoo.com

ვებ-გვერდი:

ასოც. პროფ. ზურაბ გელიაშვილი
ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

 

ტელ: 335201
ელ–ფოსტა: z.geliashvili@gtu.ge

ვებ-გვერდი:

დოქტორი ალექსანდრე სხირტლაძე

ი. ქუთათელაძის სახ. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

ტელ: (899) 77 51 46
ელ–ფოსტა: a_skhirtladze@yahoo.com

ვებ-გვერდი:

პროფესორი ლელა ქელბაქიანი
ქუთაისის უნივერიტეტი,
რექტორი

 

ელ–ფოსტა: rector@unik.edu.ge

ვებ-გვერდი:


ნინო გიგილაშვილი

ელ–ფოსტა: nino_gigi@yahoo.com

ვებ-გვერდი:


მანანა სამხარაძე
თბილისის 178-ე საჯარო სკოლის დირექტორი


ელ–ფოსტა: 178skola@gmail.com

ვებ-გვერდი:

   
   
   
   

საორგანიზაცო ჯგუფი

დოქტ. ნათია ოჩხიკიძე
პროქტების მენეჯერი
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი



ელ–ფოსტა:n.ochkhikidze@agruni.edu.ge

ასოც. პროფესორი თამაზ ქარქუსაშვილი
იურისტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ: 335201

ელ–ფოსტა:t.karkusashvili@gtu.ge

ვებ-გვერდი:

   
დოქტორი თეა მათითაიშვილი
ფინანსური მენეჯერი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ტელ: 335201
მობ: (897) 636673

ელ–ფოსტა: tea.matitaishvili@yahoo.com
ვებ-გვერდი: