ბიბლიოთეკები

 

სამეცნიერო ბიბლიოთეკები

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ამჟამად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საქართველოს უდიდესი ბიბლიოთეკაა, რომლის წიგნების ფონდი 3.5 მილიონს აღწევს, აქედან 600 ათასზე მეტი უცხოური გამოცემაა, 2 მილიონ პერიოდულ გამოცემას უნივერსალური პროფილის სამეცნიერო, ძირითადად ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგების ლიტერატურას. რარიტეტისა და კოლექციების ფონდი მოიცავს 22635 ბეჭდურ ერთეულს. 20 მილიონი ერთეული პატენტებია (საბჭოთა, ამერიკული, ევროპული და სხვა ქვეყნების საკმაოდ სრული ფონდი), სტანდარტები, სამეცნიერო ტექნიკური შრომები, კატალოგები, ბიზნესის სხვადასხვა სფეროს კატალოგები.

ბიბილიოთეკა მკითხველებს ემსახურება შემდეგ  დღეებში:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 17:00 შაბათი: 11:00 – 15:00  

მისამართი: თბილისი, 0193, მ.ალექსიძის ქ. 1 კორპ.


ვებ–მისამრთი: www.sciencelib.ge

საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა დაარსებულია 1846 წელს. ამჟამად ფონდში დაცულია 3,623,992 ერთეული წიგნი და 234,099 ჟურნალის წლიური კომპლექტი.

ბიბლიოთეკა მკითხველს ემსახურება ყოველდღე (გარდა უქმე დღეებიისა) 9:30 სთ–დან 18:00სთ–მდე.

მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი, 0107 ტელ.: +995 (32) 99-92-86

ვებ–მისამართი: http://www.nplg.gov.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას