ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

რა განსხვავებაა სულფატებსა და სულფიტებს შრის, ქლორატებსადა პერქლორატებს? მოცემული ინფოგრაფიკა ასახავს იმ ძირითად პოლიატომურ იონებს, რომლებიც ხშირად შეგხვდებათ ქიმიის სწავლისას.

ამ იონთა სტრუქტურებში შეხვდებით წყვეტილი ხაზებით გამოსახულ ბმას, რომელიც უჩვენებს, თუ სად ხდება მუხტის დელოკალიზაცია. იონის მუხტი გარედანაა ნაჩვენები. ჩემთვის ცნობილია, რომ ბმების ამ მეთოდით გამოსახვა სკოლის მოსწავლეებისთვის უჩვეულოა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ასე დავტოვო.

რა თქმა უნდა, პოლიატომური იონების რაოდენობა ამ ინფოგრაფიკით არ შემოისაზღვრება. არი იონებიც, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არ შეხვედრილან.

ქიმია, ნაერთები, ფორმულა, პოლიატომური იონები

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

2015 წელს სოციალური ქსელში „ფოლკსვაგენის“ შესახებ არც ისე სახარბიელო ინფორმაცია გავრცელდა. კომპანიამ აღიარა, რომ მილიონობით მანქანაში დამონტაჟებული იყო ე. წ. „დამმარცხებელი მოწყობილობა“, რომელიც გამონაბოლქვის ტესტირების დროს გაცილებით ნაკლებ დამაბინძურებლების დონეს აჩვენებდა, ვიდრე ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. უამრავი სტატია გამოქვეყნდა ამ სკანდალის შესახებ. დღეს ვისაუბროთ, თუ როგორ შეიძლება ქიმია მოვიშველიოთ, რათა ატმოსფერული დამაბინძურებლების კონცენტრაცია მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჰაერში.

 

ავტომობილთა გამონაბოლქვი

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მცირე რაოდენობა დამაბინძურებელი აირებისა იყოს გამონაბოლქვში. ამ აირებში შედიან ნახშირწყალბადები, რომლებიც უბრალოდ დაუწველი საწვავია, მყარი ნაწილაკები (მაგ.: ჭვარტლი). გარდა ამისა, ...

ჰაერის დაბინძურება მანქანა, კატალიზატორი, შარდოვანა

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

დღეს წარმოგიდგენთ ნაერთებს სერიიდან „ფერადი ქიმია“. ვისაუბროთ არაორგანულ პიგმენტებზე, რომლებიც საღებავებს ფერს აძლევენ. რასაკვირველია, ბევრი არაორგანული პიგმენტი არსებობს, თუმცა ამ ინფოგრაფიკაზე მხოლოდ მათი ნაწილია წარმოდგენილი. არსებობს, აგრეთვე, ორგანული პიგმენტებიც, რომლებიც ამ სტატიაში არაა განხილული (თუმცა მომავალისთვის შეიძლება).

 

ზოგადად საღებავი შეიცავს შემკვრელ ნივთიერებას, გამხსნელსა და პიგმენტს. შემკვრელ ნივთიერებას წარმოადგენს პოლიმერი, რომელიც საღებავშია გახსნილი ან ემულგატორით არის შეტანილი. ემულგატორის როლია - პიგმენტის ზედაპირზე დაკავება. ემულსიურ საღებავებში გამხსნელად წყალია ხოლმე გამოყენებული, ხოლო ზოგიერთ ორგანულ საღებავში გამხსნელად ტურპენტინს იყენებენ.

პიგმენტი შეიძლება იყოს როგორც ორგანული, ისე - არაორგანული. ...

ფერი, ქიმია, პიგმენტი, ფერი, საღებავი, ემულსია

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები