ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ინფოგრაფიკა: ლაშა ხუციშვილი; ტექსტი: მაკინე არაბული

 

ფიჭვის ხის არომატი ჩვენში შობის განწყობას აღძრავს. ამის გამომწვევი მიზეზი მოლეკულა ალფა-პინენია. დეტალურად განვიხილოთ ამ არომატის მიმცემი ნაერთის ქიმიური შედგენილობა.

შობის არომატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი პინენია, ნაერთი, რომელიც ბუნებაში ორი განსხვავებული იზომერის ალფა- და ბეტა-პინენების სახით გვხვდება. ფიჭვის ხეების უმრავლესობაში ალფა-პინენი უფრო მეტია, ვიდრე ბეტა იზომერი, თუმცა ორივე მათგანი წარმოდგენილია ხის ფისის შემადგენლობაში. სკიპიდარი მიიღება ხეებისგან, ძირითადად ფიჭვის ფისისგან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პინენის ორივე იზომერის სურნელი ხშირად აღწერილია, როგორც სკიპიდარისებრი, ვინაიდან, ისინი დისტილირებული (გამოხდილი) ზეთის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია.

პინენი მიეკუთვნება  ტერპენების კლასს. ტერპენები ორგანული ნაერთების ...

სრულად

პინენი, არომატი, ტერპენები, ბორნილის აცეტატი

Compound Interest   |  თარგმანი: ინფოგრაფიკა: ლაშა ხუციშვილი ტექსტი: ანა შავშიშვილი

 

პურის ცხობა ერთი შეხედვით მარტივი პროცესია. თითქოს, მხოლოდ ოთხი ძირითადი ინგრედიენტის შერევა და შემდეგ ამ ნარევის გამოცხობაა. თუმცა, ამის მიღმა ბევრად რთული და მრავალფეროვანი ქიმიური პროცესები დგას, რომელსაც ამ სტატიაში განვიხილავთ.

პურის ცხობის პროცესი, სიმარტივისთვის, შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ეტაპად. პირველი - ინგრედიენტების შერევა. პურის ცხობისას ოთხ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ფქვილი, წყალი, საფუარი და მარილი. მათი შერევით ვიღებთ ცომს, რომელსაც შემდგომ მოზელენ და ასაფუვებლად დააყოვნებენ. ძალიან მარტივად ჟღერს, არა?  შესაძლოა, მაგრამ მოლეკულურ დონეზე საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობს.

პურის ცხობის ქიმიის გამოკვლევა დავიწყოთ ფქვილით. სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად იგი შეიცავს 10-15% ცილებს. ფქვილი შეიცავს გლუტენინისა და გლიადინის ტიპის ცილებს, ...

სრულად

პურის ცხობა, კვების ტექნოლოგია, საფუარი

Compound Interest   |  თარგმანი: ინფოგრაფიკა: ლაშა ხუციშვილი; ტექსტი: მაკინე არაბული

 

დღეს ვეცდებით მოვექცეთ ფიზიკისა და ქიმიის საზღვარზე და გავეცნობით სხვადასხვა ტიპის ბირთვულ რადიაციას. ისინი განსხვავდებიან შემადგენლობის, მახასიათებლებისა და გამოყენების მიხედვით, თუმცა ჩვენ შევეცდებით ისინი შევაჯამოთ საერთო, ლაკონიურ გრაფიკზე.

ამ ინფოგრაფიკაზე მოცემულ თითოეულ რადიაციას აქვს იონიზაციის უნარი. მაიონიზირებელი გამოსხივება არის რადიაციის სახე, რომელსაც აქვს საკმარისი ენერგია, რომ მოხლიჩოს ელექტრონი ატომებიდან და მოლეკულებიდან, შემდეგ კი გარდაქმნას იონებად (დამუხტულ ნაწილაკებად). ზოგიერთ შემთხვევაში იონიზაციურმა რადიაციამ შეიძლება გამოიწვიოს ქიმიური ბმების გახლეჩაც. სწორედ ეს იონიზაციის პროცესია მთავარი საფრთხე, რაც რადიაციას ახლავს თან, რადგან მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ცოცხალ უჯრედებს. ძალიან მაღალი დონის რადიაციას აქვს სერიოზული გავლენა ჯანმრთელობაზე და ...

სრულად

ბირთვული ქიმია, ფიზიკა, რადიაცია, გამოსხივება

 

 

s