ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ბავშვები 65 წელია პლასტელინით თამაშობენ. პლასტელინის ზუსტი ინგრედიენტები მწარმოებლებმა იციან, თუმცა აქ წარმოდგენილია ის ძირითადი ნაერთები, რომლებიც პლასტელინს პლასტიკურს ხდის.

წყალი და სახამებელი პლასტელინის ძირითადი კომპონენტებია. იგი უმეტესად შეიცავს ხორბლის ფქვილს, რომელშიც სახამებელი დაახლოებით 25% ამილოზის, ხოლო 75% ამილოპექტინის სახითაა წარმოდგენილი. სახამებლის გრანულებზე თბილი წყლის დამატება იწვევს მათ გაბერვასა და ჟელატინისებრი მასის წარმოქმნას იმის გამო, რომ შაქრისა და წყლის მოლეკულებს შორის წყალბადური ბმები წარმოიქმნება.

ნარევზე დამატებით ამილოპექტინის დამატება იცავს რეტროგრადირებისაგან (ან გამყარებისაგან), რაც ხდება მაშინ, როცა ამილოზის მოლეკულები კრისტალურ მესერს წარმოქმნიან.

მარილი ამცირებს სახამებლის ჰიდრატაციის რიცხვს და ხელს უშლის სოკოების ...

სრულად

პლასტელინი, სახამებელი, ამილოზა, ამილოპექტინი, საღებარი, პიგმენტი

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

დღესდღეობით მსოფლიო ახალ კორონავირუსს, SARS-CoV-2-სა და მის მიერ გამოწვეულ ინფექციას, COVID-19-ს კარგად იცნობს. მაინც როგორ ხდება ინფექციის დიაგნოსტირება და როგორ მუშაობს კოვიდტესტები?

 

დღესდღეობით კორონავირუსის ინფექციის აღმოჩენისთვის გამოიყენება ე. წ. PCR (ქარ. პჯრ) ტესტი და ანტიგენის (Ag) ტესტი. PCR – Polymerase Chain reaction; პჯრ - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია 1980-იანი წლებიდან გამოიყენება მრავალგვარი ინფექციური დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. ამ ტესტის ძირითადი არსი არის რა, რომ მცირე რაოდენობით დნმ-ის რამდენიმე მილიონჯერ ხდება, სანამ არ იქნება ინფექციის დიაგნოსტირება შესაძლებელი.

 

ვირუსის ტესტისთვის საჭიროა ნიმუში. პირველ რიგში, ხდება პაციენტის ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშის აღება. ნიმუში იგზავნება ლაბორატორიაში შემდგომი ...

სრულად

მეცნიერება, ბიოქიმია, ბიოლოგია, ქიმია, კორონავიურუსი, COVID-19, დნმ, მოლეკულური ბიოლოგია, მიკრობიოლოგია, უჯრედული ბიოლოგია, პანდემია, პჯრ, PCR, SARS-CoV-2, ვირუსი, ანტიგენი, ანტისხეული.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

როცა საუბარია ხოლმე ქიმიურ რეაქციებზე, შეიძლება იფიქროთ, რომ ისინი შეუქცევადები არიან, ერთი ნივთიერება მუდმივად მეორე ნივთიერებად გარდაიქმნება. მართლაც, ზოგჯერ ასეცაა, თუმცა ზოგიერთი ქიმიური რეაქცია შექცევადია, შესაბამისად, ამ რეაქციის შედეგად მიღებული პროდუქტები შეიძლება შევიდნენ რეაქციაში ერთმანეთთან და წარმოქმნან საწყისი რეაგენტები. ეს შექცევადი რეაქციები გარკვეულ პირობებში აღწევს ე. წ. „წონასწორობას“. წონასწორობის არსის გაგება ბევრისთვის რთულია ხოლმე. ეს ინფოგრაფიკა შეიქმნა იმისათვის, რომ ამ ცნების არსი ცოტა მაინც უფრო ნათელი გახდეს...

 

პირველ რიგში, დავაზუსტოთ, რა არის წონასწორობა. ჩაკეტილ სისტემაში (ე. ი. სისტემაში, რომელშიც არ ხდება ნივთიერებების გარემოსთან მიმოცვლა), რეაქციის საწყის მდგომარეობაში იქნება მხოლოდ რეაგენტები. როდესაც რეაქცია ...

სრულად

ქიმია, წონასწორობა, ლე შატელიეს პრინციპი, ტემპერატურა, წნევა, კონცენტრაცია, კატალიზატორი, ჰაბერის პროცესი

 

 

s