ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

არ აქვს მნიშვნელობა ყავის ექსპერტი ხართ თუ არა, უდავოა, რომ ახალმოხარშულ ყავის სუნს დილაობით გამამხნევებელი აფექტი აქვს. არომატის უკან მდგომი ქიმია არც ისე მარტივია, ქიმიური ნაერთების კომპლექსური შეხამებაა მის პასუხისმგებელი გემოსა და სუნზე. ამ ინფოგრაფიკაზე მოცემულია რამდენიმე ასეთი ნაერთი.

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ  კოფეინი ან ქვინის მჟავას ნაწარმები, რომელთა შესახებაც ცალკე მოგვიანებით შემოგთავაზებთ პოსტერს, განაპირობებენ ძირითად არომატს, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა, კოფეინი უსუნო და უგემო ნაერთია, ყოველ შემთხვევაში იმ კონცენტრაციით, რა კონცენტრაციითაც იგი ყავაშია, სინამდვილეში არომატზე პასუხისმგებელნი სხვა ნაერთები არიან.

ჩვენ, კერძოდ, უნდა ვისაუბროთ აქროლად ნაერთებზე, რომლებიც ადვილად ორთქლდებიან ოთახის ტემპერატურასა და წნევაზე. ნაერთები ჰაერში უნდა ...

სრულად

ქიმია, ყავა, სასმელი და საჭმელი, მეცნიერება, კოფეინი.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

2020 წლის 5 ოქტომბერს ნობელის პრემია ფიზიოლოგია/მედიცინაში გადაეცათ ჰარლი ჯეი ალტერს, მაიკლ ჰაუტონს და ჩარლზ ემ რაისს „С ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის“.

გრაფიკაზე წარმოდგენილია ძირითადი იდეა, რომელიც ამ გადაწყვეტილების უკან დგას. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნობელის პრემიის პრესაში. უფრო დეტალური განხილვა იხ. აქ.

სრულად

ბიოქიმია, ბიოლოგია, დაავადება, ჰეპატიტი, მედიცინა, ფიზიოლოგია, ნობელის პრემია, მეცნიერება.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

როგორ წარმოიქმნება ელვა? რატომ აქვს ლურჯ-იისფერი ელფერი და რა კავშირი აქვს მას მცენარეთა ზრდასთან? რასაკვირველია ახსნილია ელვის წარმოქმნის მიზეზი, მაგრამ მცირე დეტალები ბოლომდე ღრმად მაინც არაა გარკვეული. მიუხედავად ამისა, ძირითადი იდეა გასაგებია. ღრუბელში არსებული პირობები, დაბალი ტემპერატურა და ჰაერის მასების ზევით ცირკულირება ჭექა-ქუხილის გენეზისთვის არაჩვეულებრივ წინაპირობას ქმნის. მცირე, სუპერგაცივებული წყლის წვეთები ზევით მიმართული ქარის საშუალებით აიქროლებს მცირე ყინულის კრისტალებთან ერთად. უფრო მკვრივი სეტყვის ყინულები (ძირითადად ხოშკაკალა) ქვემოთ, დედამიწის ზედაპირისკენ ვარდება (ან უძრავია).

ყინულის კრისტალებისა და ხოშკაკალას შეჯახება გარდაუვალია. ამ დროს ხახუნის შედეგად ელექტრონები მიმოიცვლება, კერძოდ, ყინულის კრისტალები და სუპერგაცივებული წყლის წვეთები დადებითად ...

სრულად

მეცნიერება, ფიზიკა, ელვა, ჭექა-ქუხილი, შტორმი, ოზონი, ნიტრატი.

 

 

s