ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

2020 წლის 30 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში Oxford University & AstraZeneca-ს მიერ შექმნილ COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გაიცა. ოქსფორდის ვაქცინა ვირუსული ვექტორის ვაქცინას წარმოადგენს, რომელიც რნმ ვაქცინებისაგან განსხვავებულად მოქმედებს. ეს ინფოგრაფიკა მიმოიხილავს, თუ რა მექანიზმით მოქმედებს ახლად დადასტურებული ვაქცინა.

 

რნმ ვაქცინების მსგავსად, რომელთა შესახებაც არც ისე დიდი ხსნის წინ ვისაუბრე, ვექტორული ვაქცინების დასამზადებლადაც საჭიროა ვირუსის ცილების გენეტიკური კოდის ცოდნა. ვექტორული ვაქცინებიც ვირუსის წვეტოვან (სფაიქ) ცილას იყენებენ, რომლის საშუალებითაც ...

სრულად

ბიოლოგია, ქიმია, კორონავირუსი, COVID, covid-19, რნმ, მეცნიერება, ვაქცინები, ვირუსული ვექტორები.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ბევრ ჩვენთაგანს სიამოვნებს თვალწარმტაცი ფოიერვერკების შოუ ახალი წლის ღამეს, მაგრამ ფოიერვერკების ცოცხალი ფერების უკან დგას არაერთი უარყოფითი ეფექტი, რომლებსაც, სამწუხაროდ, გარემო ყოველ ახალ წელს განიცდის. ვნახოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ფოიერვერკებმა...

 

ერთი შეხედვით, ჩანს რომ ფოიერვერკის აფეთქებისას ცაზე  კაშკაშა ფერების გამოსახვის შემდეგ უკვალოდ ქრება, მაგრამ ეს ასე არაა - ისინი ცაში მილიარდობით მცირე ნაწილაკს ტოვებენ, რომლებიც ფოიერვერკთა კომპონენტების კომპლექსურ ქიმიურ ნარევს წარმოადგენს. მყარი ნაწილაკები, რომლებიც ფოიერვერკის შოუს შემდეგ რჩება, ერთ-ერთ დამაბინძურებელს წარმოადგენს გარემოსთვის. ეს თემა უფრო ღრმად განვიხილოთ.

 

მათ, ვისაც აინტერესებს გარემოსდაცვითი პრობლემების შესწავლა, ფოიერვერკების მიერ დატოვებული მტვერი ...

სრულად

ფოიერვერკები, დღესასწაული, ახალი წელი, ღამე

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ახალი წლის ღამეს ფოიერვერკების კაშკაშა და ლამაზი ფერებით იფერება ხოლმე ცა. ფოიერვერკების ფერებს საფუძვლად სხვადასხვა მეტალთა (და მათი იონების) ალის ფერები უდევს საფუძვლად - ძირითადად მეტალთა მარილები გამოიყენება ხოლმე. ალბათ, როდესაც სიტყვა „მარილი“ გესმით, თვალწინ სუფრის მარილი  წარმოგიდგებათ ხოლმე, რომელსაც ყოველდღე იყენებთ. რამდენადაც ეს ნივთიერება ერთ-ერთი ტიპის მარილია (ნატრიუმის  ქლორიდი), ქიმიაში „მარილს“ გაცილებით ფართო მნიშვნელობით ვიყენებთ. მარილის კლასიკური განსაზღვრება: ნაერთი, რომელიც შედგება მეტალის ატომისა და მჟავას ნაშთისაგან. სხვანაირად, რომ ვთქვათ, მეტალისა და არამეტალის ატომებს შორის იონური ბმის შემცველი ნაერთები. მაშ, როგორ გვაძლევენ ეს ნაერთები ფერთა უზარმაზარ სპექტრს? კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ფოიერვერკები ...

სრულად

ფოიერვერკები, მეტალის მარილები, ახალი წელი, პიროტექნიკა.

 

 

s