ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

2015 წელს ამერიკაში წითელას გავრცელებამ და დღეს, ახალი კორონავირუსის SARS-CoV-2-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოიწვია დისკუსია ვაქცინაციასთან დაკავშირებით.  ზოგიერთი მშობელი ირჩევს, რომ ვაქცინა არ გაუკეთოს შვილს. მიუხედავად მისი სარგებლისა ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს, მათ შორის ბრალი ვაქცინის ქიმიურ შედგენილობასაც ედება ხოლმე. გავრცელებულია დეზინფორმაცია, რომ ეს ნივთიერებები უარყოფით ეფექტს გამოიწვევს. ზემოთ მოცემულ გრაფიკულ პოსტერზე წარმოჩენილია ის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც ვაქცინის შემადგენლობაში შედის და, ამავდროულად, აზუსტებს მათი გამოყენების მიზანსა და უსაფრთხოებას (შესაბამისი კონცენტრაციის პირობებში).

 

აქტიური კომპონენტები

ზოგადად, ვაქცინები რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავენ. აქტიური კომპონენტი ...

ქიმია, მეცნიერება, ჯანმრთელობა, ვაქცინა, ვაქცინაცია

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

მიმდინარე წლის დასაწყისში ახალი ამბების გადაცემაში ნაცვლად იმისა, რომ ყოველდღიური სპორტნიუსი დაეწყოთ დოპინგების სათაურით, ეკრანზე გამოჩნდა: „წამლის კლინიკური ცდები ტრაგიკულად დამთავრდა საფრანგეში“. 90 ადამიანიდან, რომლებმაც წამალი ფაზა 1-ის ცდაში მიიღეს, ერთს მუდმივი ტვინის დაზიანება დარჩა ხელთ, ხოლო ხუთი ადამიანი სიკვდილს ებრძოდა ჰოსპიტალში. რა არის ფაზა 1-ის ცდები? სწორედ ამის ახსნას შეეცდება ეს პოსტერი და, აგრეთვე, ინფორმაციას მოგვაწოდებს წამლის აღმოჩენის მთელ პროცესზე.

როგორც მომხმარებელი, ადვილი დასავიწყებელია, თუ რამდენად დიდი დრო, შრომა და ფულია ჩადებული წამლის გამოგონება-შემუშავებაში. დაახლოებითი ფასი წამლისა, რომელმაც მიიღო მარკეტზე გაშვების ლიცენზია,

მედიკამენტი, ვალიდაცია

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

საცურაო აუზი არაჩვეულებრივი საშუალებაა გაგრილებისთვის ცხელ ზაფხულში. რასაკვირველია, ეს იდეა ასობით ადამიანს შეიძლება მოუვიდეს და ერთ დღეში ბევრმა  შეიძლება გამოიყენოს აუზი. ქიმია ჩვენს განკარგულებაშია, რათა თავიდან აგვაცილებინოს ათასი პოტენციური ინფექცია/დაავადება. იგი, აგრეთვე, გვეხმარება კარდინალური ცოდვის - აუზში შარდის მოხვედრის - შედეგების თავიდან ასაცილებლად, თუმცა, რა თქმა უნდა, არა გვერდითი მოვლენების/დათმობების გარეშე. ქიმია ამ ყველაფერს, როგორც გაგიგიათ, აუზის წყლის ქლორირებით ახერხებს. თუმცაღა უნდა ითქვას, რომ სიტყვა ,,ქლორირების" უკან ნაკლებად მარტივი პროცესები დგას, ვიდრე ფიქრობთ.

 

როგორ ხდება წყლის ქლორირება? თქვენ ახლა, ალბათ, ფიქრობთ თვით ელემენტურ ქლორზე, რომელიც მომწვანო-მოყვითალო ფერის აირია, მაგრამ სინამდვილეში იგი ძალზე იშვიათად ...

ქლორი, ზაფხული, ცურვა