ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

მოვიდა სექტემბერი და ზოგიერთმა ხემ შემოდგომის სიცოცხლის ელფერი შეიძინა. რამდენადაც მარტივად არ უნდა მოგეჩვენოთ, ნებისმიერი ფერი ქიმიური ნაერთების შედეგია, რომელთაგან ზოგიერთი ქვემოთაა წარმოდგენილი.

სანამ ამ ნაერთებზე ვისაუბრებდე, მანამდე სჯობს, რომ გავარკვიოთ, როგორ მიიღება ფერი. იმისათვის რომ ეს დავადგინოთ, საჭიროა დავაკვირდეთ ქიმიურ ბმებს, რომლებისგანაც ეს ნაერთები შედგებიან. ეს ნივთიერებები შეიცავს ერთმაგ ბმებს, რომლებიც წარმოადგენს ერთ საზიარო ელექტრონულ წყვილს ამ ატომებს შორის, ან ორმაგ ბმებს, რომლებიც ორ საზიარო ელექტრონულ წყვილს წარმოადგენს. ფერის გამომწვევი მოლეკულები, რომლებიც შემოდგომის ფოთლებში შედიან, შეიცავენ ერთმაგი და ორმაგი ბმების მონაცვლეობას - ამას შეუღლება ეწოდება. დიდი რაოდენობის ორმაგი და ერთმაგი ბმების შეუღლება მოლეკულას საშუალებას აძლევს შთანთქოს ხილული ...

შემოდგომა, ფოთოლცვენა, ფოთოლი, ხეები, ქიმია, ფერი.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

მოდით, დღეს დედამიწის საზღვრებს გავცდეთ და კოსმოსში გავიჭრათ... გავეცნოთ მზის სიტემის პლანეტების ატმოსფეროს შედგენილობას. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ყველა პლანეტას აქვს ატმოსფერო ჩვენს მზის სისტემაში, მიუხედევად იმისა, რომ ზოგიერთ პლანეტას, როგორიცაა მერკური, გაცილებით თხელი და ცვალებადი ატმოსფეროს კომპოზიცია აქვს. სხვადასხვა ფიზიკური პირობები სხვადასხვა პლანეტებზე, აგრეთვე, გარკვეულ ეფექტებსაც განაპირობებს, რომლებსაც ქვემოთ გაეცნობით.

 

მერკური

მერკურს მკაცრად განსაზღვრული ატმოსფერო არ აქვს. იგი გამოირჩევა უთხელესი ატმოსფეროთი, რომლის სისქე დედამიწის ატმოსფეროს სისქის, დაახლოებით, ერთი მეტრილიონედია. მერკურის მიზიდულობის ძალა დედამიწის გრავიტაციის 38%-ს შეადგენს, რის გამოც პლანეტა მერკურს ატმოსფეროს შენარჩუნება მაინც და მაინც არ შეუძლია. ...

ქიმია, პლანეტა, კოსმოსი, ატმოსფერო

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

სხვადასხვა ზომის, ფორმის, დანიშნულების ლაბორატორიული ჭურჭლის ფართო ასორტიმენტი არსებობს:  ამ პოსტერზე გაეცნობით მათ მნიშვნელოვან ნაწილს.

 

ძირითადი ჭურჭელი

ეს ნივთები ნაცნობია თითქმის ყველასთვის, ვინც ქიმიის პრაქტიკულ გაკვეთილზე მაინცაა ნამყოფი. სინჯარები არქეოტიპული სიმბოლოა ქიმიისა ქიმიურ ჭიქასთან ერთად. სადუღი სინჯარა გარეგნულად დიდად არ განსხვავდება ჩვეული სინჯარისგან, მაგრამ გამოიყენება, როდესაც გაცხელება/დუღილია საჭირო. ზოგადად ქიმიური ჭურჭელი, რომლის გაცხელებაც შეიძლება, თხელკედლიანი და შედარებით განიერია ხოლმე.

 

კოლბები

ლაბორატორიული ჭურჭელი, სინჯარა, კოლბა, მენზურა, ძაბრი

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები