შეეკითხე მეცნიერს

 

კითხვა.

გამარჯობა. მე-7 კლასის მოსწავლეს აქვს პროექტი: "წყალი სიცოცხელეა". პროექტის ფარგლებში უნდა ჩაატაროს ცდა წყალზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქიმიის მხოლოდ უმცირესი ნაწილი აქვთ შესწავლილი ჯერ-ჯერობით, დავიბენით მშობლებიც და ბავშვებიც. ხომ ვერ გვირჩევთ წყალზე მარტივ ცდას? მადლობა.
რუსუდან ტატუაშვილი

კითხვა.

გთხოვთ დამეხმაროთ, მაინტერესებს შემდეგი რეაქციის დასრულება და გატოლება ჟანგვა აღდგენით:
რკინის(II) ქლორიდი + კალიუმის ნიტრიტი + მარილმჟავა -> აზოტის (II) ოქსიდი......
პატივისცემით ქეთევან ლობჟანიძე

კითხვა.

გამარჯობა. ორი კითხვა მაქვს:) 1) რატომ არ შეიძლება, რომ d ბლოკის ელემენტებს გარე შრეზე ორზე მეტი ელექტრონი ქონდეთ?
2) რამდენ ხანს შეიძლება იყოს ელექტრონი აგზნებულ მდგომარეობაში და საწყის ენერგეტიკულ დონეზე დაბრუნების შემდეგ, ენერგიას რა ფორმით ასხივებს?
ნ. ჩაფიძე

კითხვა.

რა არის მჟავა წვიმები?
ილია გელიაშვილი

კითხვა.

გამარჯობათ,გთხოვთ მიპასუხოთ კითხვაზე რომელიც წერია სკოლის სახელმძღვანელოში: რატომ არ წარმოქმნიან ჰალოგენები ალოტროპულ სახესხვაობებს,წინასწარ გიხდით მადლობას.
დიდი პატივისცემით. დონარა ბაზალელი


1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 > >>