შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მაინტერესებს ამიაკი წყალში რა ფორმით არის NH3 თუ NH4+?

თაკო ჯანხოთელი

პასუხი:.

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც წყალში იხსნება, იხსნება სოლვატაციის ხარჯზე. ეს იმას ნიშნავს რომ წყლის პოლარული ნაწილები (ჟანგბადის პარციალურად უარყოფითი და წყალბადის პარციალურად დადებითი მხარეები) შემოსაზღვრავენ გახსნილი ნივთიერების საპირისპიროდ დამუხტულ ნაწილებს და შესაბამისად ამ გახსნილ ნაერთს წყლის ნაწილად გარდაქმნიან. მაშასადამე წყალში გახსნის ერთერთი აუცილებელი პირობა არის ის რომ, გასახსნელ ნაერთს ჰქონდეს პოლარული ნაწილები (უმეტეს შემთხვევაში იშლებოდეს ელექტროლიტურად ანუ ანიონად და კატიონად). რადგან ამიაკი მცირედ პოლარული ნაერთია, მისი რაღაც ნაწილი წყალში NH3 ის სახით არის, მაგრამ უმეტესობა გახსნილია NH4+ (NH4-OH)-ის სახით. რეალურად მის წყალხსნარში ყოველთვის არის წონასწორობა


NH3 +H2O ↔ NH4OH


ანუ გახსნილი ამიაკის რაღაცა რაოდენობა მუდმივად აირად ფაზაშია წყლის შიგნით და რაღაცა ნაწილი ტოვებს ხსნარს და ამიტომაც აქვს ამ ხსნარს ძლიერი სუნი, ზოგადად კი ითქმის რომ, ამიაკის ხსნარში გვხვდება NH4-OH-ის ფორმით (ანუ NH4+).


შეკითხვას პასუხობს: დავით რიჟინაშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები