შეეკითხე მეცნიერს

 

კითხვა.

ნატრიუმის ჰიდროქსიდის მიღების მიზნით ჩავატარე ნატრიუმის კარბონატის ელექტროლიზი. ანოდად და კათოდად გამოვიყენე სპილინძი რადგან: სპილენძი კარგი გამტარია, კათოდზე აღდგენილი ნახშირორჟანგი რეაქციაში შევა სპილენძთან და წარმოიქმნება სპილენძის კარბონატი რომელიც წყალში არ იხსნება და არც ნატრიუმის ჰიდროქსიდთან შედის რეაქციაში და ნატრიუმის ჰიდროქსიდის შეგროვება ადვილია. როგორც დავგეგმე ისე ჩავატარე ცდა, მაგრამ ბოლომდე არ დავაცადე ნატრიუმის კარბონატის ელექტრულად დაშლას და ხსნარი გავფილტრე. ნატრიუმის ჰიდროქსიდის შესამოწმებლად ხსნარში მოვათავსე ალუმინის, მაგნიუმისა და თუთიის მეტალები. რამდენიმე წამის შემდეგ მაგნიუმიდან დაიწყო წყალბადის გამოშვება ხოლო შემდეგ ალუმინიდან. რაც შეეხება თუთიიდან არ ამოსულა რაც გასაკვირი არ არის. მაინტერესებს მართლა მივიღე თუ არა ნატრიუმის ჰიდროქსიდი. მე ეჭვი მეპარება რადგან ინტერნეტში ასეთი გზით მიღება არსად არის ნაჩვენები.
სანდრო მესტვირიშვილი

კითხვა.

მაინტერესებს როგორ შეიძლება მივიღო ძმარმჟავა ან ჩვეულებრივი(გამოხდილი) ძმარი ადვილი გზებით?
სანდრო მესტვირიშვილი

კითხვა.

ნახშირბადის დიოქსიდი მიიღება გოგირდმჟავის დამატებით კარბონატებზე. მარილებიდან BaCO3, ZnCO3, K2CO3, CaCO3 რომლის გამოყენება იქნება უმჯობესი? რატომ?
მერაბ გზირიშვილი

კითხვა.

ნატრიუმის ოქსიდის მისაღებად ჩავატარე შემდეგი ექსპერიმენტი: მეტალის კოვზზე დავდე ნატრიუმის ჰიდროკარბონატი და გაზზე დავდე. წარიმართა შემდეგი რეაქცია: 2NaHCO3 → Na2CO3 + H2O + CO2 (ლაკმუსის შეცვლა მწვანედან-ნატრიუმის ჰიდროკარბონატი ლურჯზე-კარბონატი). ამის შემდეგ განვაგრძე გაცხელება. მეტალის კოვზი ავარვარდა ხოლო ეს რეაქცია არ შედგა:Na2CO3 → Na2O + CO2(ფხნილი გავხსენი წყალში და ჩავაგდე ალუმინის ფირფიტა, რეაქცია არ წარიმართა), რომელიც მიმდინარეობს 1000 გრადუსზე და ბუნებრივი გაზიშ წვის ტემპერატურა კი 1950 გრადუსია. რატომ არ გამომივიდა? ან როგორ შემიძია მივიღო ნატრიუმის ოქსიდი ადვილი გზით?
სანდრო მესტვირიშვილი

კითხვა.

სად შეიძლება ვნახო სტატიები წყლის კლასტერების შესახებ?
ნათია ქარჩავა


<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 > >>

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები