შეეკითხე მეცნიერს

 

კითხვა.

გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ, აუცილებლად მჭირდება პასუხი. -რატომ არის ვერცხლისწყალი თხევად მდგომარეობაში?
ხატია კუჭუხიძე

კითხვა.

მოგესალმებით, ჩემი კითხვა ეხება თერმოქიმიას.
კერძოდ, მაინტერესებს მიზეზი რატომ გამოიყენება შექცევადი რეაქციისას ენტროპიის ცვლილების გამოსაანგარიშებლად ფორმულა-dS=dH/T, ხოლო შეუქცევადი რეაქციისას dS>dH/T (რა ქიმიური აზრი დევს ერთ შემთხვევაში ტოლობაში და მეორე შემთხვევაში კი უტოლობაში, ისე თვითონ ენთალპიის ტემპერატურასთან ფარდობა გასაგებია).

მეორე კითხვა ეხება თერმოდინამიკურ ალბათობას, აქვს თუ არა მას დასაშვებ მნიშვნელობათა ინტერვალი, როგორ განისაზღვრება მისთვის კონკრეტულ მათემატიკურ მნიშვნელობათა მინიჭება (ანუ გარკვეულ შემთხვევას/მოვლენების განვითარების ალბათობას რომ რიცხობრივი მნიშვნელობები მივანიჭოთ (ხომ არ მივდივართ დასკვნამდე, რომ ეს კონცეფცია პირობითადაა შემოტანილი, გარდა იმ შემთხვევისა რომ აბსოლუტურ ნულზე w=1)) და რაზე დაყრდნობით (მათემატიკური თვალსაზრისით, დამტკიცებით) მიიღეს ფორმულა ენტროპიის, რომ S=klnw (შესაბამისად dS=klnw2/w1).

ბოლო კითხვა ეხება გიბსის თავისუფალ ენერგიას, რატომ მიიჩნევა, რომ ის წარმოადგენს ქიმიური რეაქციისას შესრულებულ მაქსიმალურ მუშაობას (ანუ dG=Amax=nFE) და როგორ მიიღეს მისი ფორმულა(ქიმიური წონასწორობისას)
dG=-RTlnK. გმადლობთ წინასწარ.
თორნიკე კვარიანთაშვილი, სტუდენტი

კითხვა.

გამარჯობათ, ჩემი კითხვა ძირითადად სპექტროსკოპიას ეხება, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია თანამედროვე ქიმიური მეცნიერებისა და არა მარტო!! 1) პირველი კითხვა ეხება ფუნდამენტურ განსხვავებას RAMAN და IR სპექტროსკოპიებს შორის. მაინტერესებს მიზეზი, რის გამოც აღნიშნული სპექტროსკოპიების სპექტრები განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ რატომ რეაგირებს RAMAN spectroscopy ფოტონი ელექტრულად სიმეტრიულ ბმებზე და არა IR spectroscopy? 2) არის თუ არა კავშირი ELECTRONIC სპექტროსკოპიაში: the molar extinction coefficient, ფოტონის ტალღის სიგრძესა და ელექტრონის გადაცვლებებს შორის მაკავშირებელიდან არამაკავშირებელ მო-ებზე (თუ არსებობს, შეგიძლიათ თუ არა რომ მაგალითით დამიდასტუროთ). 3) რა კავშირია ფორმულასა (Beer-Lambert კანონის გამოსახულება) და რეაქციათა დისოციაციის კონსტანტებს შორის, ან რაიმე სხვა კონსტანტებს შორის?( მათემატიკური, ლოგიკური, თუ პროპორციული კავშირი თუ არსებობს ზემოთ აღნიშნულ სიდიდეებს შორის?) 4) რას გვიჩვენებს H დაC მაგნიტურ-რეზონანსულ სპექტრებზე მოცემული პიკები და რა მნიშვნელობა ენიჭება ორგანული ნაერთის დეტერმინაციაში გარკვეულ/მყის მომენტში(სიხშირეზე) დაფიქსირებული პიკების რაოდენობას? ასევე რა დამოკიდებულებაა პიკების რაოდენობასა და ექვივალენტურ და არაექვივალენტურ პროტონებს შორის H nmr სპექტროსკოპიაში. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის ფორმატი არსებობს დღევანდელ რეალობაში საქართველოში (ვგულისხმობ მწირ მეცნიერულ ლიტერატურას). ინგლისური შრიფტისთვის ბოდიშს გიხდით, ვეცადე უკეთ გასაგები ყოფილიყო.
თორნიკე კვარიანთაშვილი

კითხვა.

რა ნივთიერებას შეიცავს საპნის ხსნარი? რისგან მზადდება პურგენის (ფენოლფტალეინი) სპირტხსნარი? :
ნინო ნადირაძე

კითხვა.

გამარჯობათ. როგორც იცით პატარებს ძალიან ბევრი შეკითხვის დასმა უყვართ. როგორ ავუხსნა მეორეკლასელებს რატომაა ან როგორ თბება გოგირდოვანი წყალი უცეცხლოდ, ისე რომ არც მოვაყუო და თან მათთვის გასაგეი იყოს? წინასწარ გიხდით მადლობას
თამარი


<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 > >>

 

ჩვენი სტუმარი

ხატია ყურაშვილი

მინდა მეც ის ერთ-ერთი ადამიანი ვიყო, ვინც მომავალ თაობებს სწორ მიმართულებას მისცემს

სწრაფი ბმულები