შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ.
მაინტერესებს, როგორ უნდა გავიგო მჟავის,ფუძე(ტუტის),მარილის და ოქსიდების გრამ ექვივალენტი. დიდი მადლობა წინასწარ
სერგო გოგიჩაშვილი

პასუხი:.

ელემენტის ექვივალენტი არის მისი ისეთი წონითი რაოდენობა, რომელიც შეიერთებს ან ჩაანაცვლებს 1.008 წონით ნაწილ წყალბადს ან 8 წონით ნაწილ ჟანგბადს.

ქიმიური ელემენტები ერთმანეთს უერთდება მათი ექვივალენტების პროპორციული რაოდენობით. ექვივალენტს აღნიშნავენ E ასოთი.

რაიმე ნაერთის გრამ-ექვივალენტი უდრის მის ექვივალენტს გამოსახულს გრამებში.

ელემენტის ექვივალენტი (E), ატომური მასა (A) და ვალენტობა (V) შემდეგი თნაფარდობით შეგვიძლია დავუკავშიროთ ერთმანეთს:

E=A/V ანუ ექვივალენტური მასა=ატომური მასა/ვალენტობა

მაგ: ENa=23/1=23; ECa=40/2=20; EAl=27/3=9

ოქსიდის ექვივალენტი (Eოქს) უდრის ოქსიდის მოლეკულური მასა გაყოფილი მასში შემავალი ერთ-ერთი ელემენტის ატომების რაოდენობის და ვალენტობის ნამრავლზე.

მაგ: E(CaO)=56/2=28; E(SO3)=80/6=13.3; E(P2O5)=142/10=14.2; E(Al2O3)=102/6=17

მჟავას ექვივალენტი (Eმჟ) უდრის მჟავას მოლეკულური მასა გაყოფილი მის ფუძიანობაზე.

მაგ: EHCl=36.5/1=36.5; EH2SO4=98/2=49; EH3PO4=98/3=32.7

ფუძის ექვივალენტი (E) უდრის ფუძის მოლეკულური მასა გაყოფილი მის მჟვურობაზე.

მაგ: ENaOH=40/1=40; EBa(OH)2=171/2=85.5; EAl(OH)3=78/3=26

მარილის ექვივალენტი (E) უდრის მარილის მოლეკულურ მასას, გაყოფილს მოლეკულაში შემავალი მეტალის ატომების და მათი ვალენტობის ნამრავლზე.

მაგ:EKCl=74.5/1=74.5; ENa2CO3=106/2=53; EGr2(SO4)3=392/6=63.5



შეკითხვას პასუხობს: დოქტ. თეა მათითაიშვილი

 

 

 

ჩვენი სტუმარი

ელიზბარ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია 10 წლის გახდა

სწრაფი ბმულები