1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა გამოყენება აქვს წყალბადს ტექნიკასა და ქიმიურ მრეწველობაში?

 

პასუხი:

ტექნიკის ბევრ მნიშვნელოვან დარგში წყალბადი თანდათან ლიდერის პოზიციას იკავებს. მრავალფეროვანია მისი გამოყენების სფეროები:

  • ამიაკის წარმოება – ამონიუმის სასუქების მიღება;
  • მცირე ზომის (2მ დიამეტრის) აეროსტატები;
  • მეთანოლის და ქლორწყალბადის წარმოება (რაზეც დაფუძნებულია მაგალითად, მარილმჟავას წარმოება);
  • საპოხი მასალების, საპნების, სარეცხი საშუალებებისთვის გამოსავალი ნივთიერებების სინთეზი;
  • კოსმეტიკური საშუალებების წარმოება;
  • ვიტამინების წარმოება;
  • თხევადი ცხიმებიდან მყარი ცხიმების (მარგარინის) მიღება (თხევადი ცხიმების კატალიზური ჰიდრირება);
  • ბუნებრივი აირის, როგორც სათბობის, შემცვლელი;
  • შიგაწვის ძრავების არსებული საწვავის ალტერნატული საწვავი;
  • ოქსიდებიდან მეტალების მიღება;
  • რაკეტულ საწვავებში წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპის – ტრითიუმის გამოყენება;
  • წყალბადური შედუღება;
  • იზოტოპური ეტიკეტების დასამზადებლად;
  • ბირთვულ რეაქციებში (წყალბადის ბომბი);
  • დეიტერიუმის და ტრითიუმის გამოყენება ატომურ ტექნოლოგიებში;
  • ტრითიუმის გამოყენება ბიოლოგიურ მეცნიერებებში წარმოებულ გამოკვლევებში.

 

s