1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა პირობებში და როგორი მექანიზმით მიმდინარეობს მოლეკულური წყალბადის ჟანგბადთან ურთიერთქმედების რექაცია?

 

პასუხი:

ეს რეაქცია მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე ან შედარებით დაბალ ტემპერატურაზე კატალიზატორების (მაგალითად, მიკროდისპერგირებული პლატინის) თანაობისას, ან გარკვეული ტალღის სიგრძის ლაზერული სხივების მოქმედებით. რეაქცია თავისუფალ-რადიკალური ჯაჭვური მექანიზმით მიმდინარეობს – ადგილი აქვს წყალბადის მოლეკულის ატომებად (თავისუფალ რადიკალებად) დაშლას, რომელთა ურთიერთქმედებით ჟანგბადის მოლეკულებთან წარმოიქმნება ჟანგბადის ატომები და ჰიდროქსილის თავისუფალი რადიკალები. აღნიშნული აქტიური შუალედური ნაწილაკები ურთიერთქმედებენ მოლეკულურ წყალბადთან მისი ატომების (თავისუფალი რადიკალების) რეგენერაციით (განშტოებული კინეტიკური ჯაჭვი) და ა.შ. პროცესი შემდეგი სქემით გამოისახება:

 ჯაჭვის ინიცირება:

H:H → 2 H•

ჯაჭვის ზრდა:

H• + O2 → •OH + •O•

•OH + H2→ H2O + H•

•O• + H2 → •OH + H•

H• + O2 → •OH + •O• და ა.შ.

ჯაჭვის გაწყვეტა:

H•  + • OH → H2O


 

s