1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რით აიხსნება მოლეკულური წყალბადის დიდი ხსნადობა პლატინასა და პალადიუმში? სად გამოიყენება მოლეკულური წყალბადის ეს უნიკალური თვისება?

 

პასუხი:

წყალბადის ხსნადობა პლატინასა და პალადიუმში აიხსნება მისი მოლეკულის მცირე ზომით, მაღალი ძვრადობით და ამ მეტალების კარკასში დიფუნდირების გაზრდილი უნარით.

მაგალითად, 1 მოცულობა პალადიუმში იხსნება 850 მოცულობა წყალბადი, 1 მოცულობა პლატინაში კი 800 მოცულობა წყალბადი. პლატინასა და პალადიუმში წყალბადის გახსნით მყარი ხსნარები მიიღება, წყალბადის მოლეკულა ატომებად იშლება; ამ მეტალებთან, ფართო ზედაპირზე, წარმოქმნის ჰიდრიდულ ბმას და მეტალის სტრუქტურა არასტაბილური ხდება. ეს უნიკალური თვისება რიგ კატალიზურ რეაქციებში გამოიყენება.


 

s