1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რა თვისებით ჰგავს წყალბად-იონები (H+) ტუტე მეტალების იონებს?

 

პასუხი:

წყალბადი ნაერთებში ტუტე მეტალების მსგავსად ერთვალენტიანია – მის გარე შრეზეც ერთი სავალენტო ელექტრონია. არამეტალებთან მისი ჟანგვითი რიცხვი +1-ის ტოლია. ამ იონების მსგავსება გამოიხატება წყალხსნარში იონების ჰიდრატაციით, მაგრამ H+-იონი განსხვავდება ყველა მეტალის კატიონისაგან. ეს იმითაა გამოწვეული, რომ წყალბადის ატომს მხოლოდ ერთი ელექტრონი აქვს. ტუტე მეტალების იონებისაგან განსხვავებით, H+ წარმოადგენს პროტონს, რომლის ზომები ბევრად მცირეა სხვა კატიონების ზომებთან შედარებით. ამიტომ იგი უფრო დიდი მაპოლარიზებელი უნარით ხასიათდება; მას არა აქვს იონური ნაერთების წარმოქმნის უნარი. გარდა ამისა, წყალბადის ატომის იონიზაციის ენერგია ბევრად აღემატება ტუტე მეტალების იონიზაციის ენერგიას.


 

s