1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რას ეწოდება “მგრგვინავი აირი”?

 

პასუხი:

“მგრგვინავი აირი” ეწოდება წყალბადისა და ჟანგბადის ნარევს 2:1 მოლური (მოცულობითი) თანაფარდობით, რაც მათი ურთიერთქმედების რეაქციის სტექიომეტრული კოეფიციენტების ფარდობას შეესაბამება. ასეთ ნარევზე მზის სინათლის მოქმედება ან ნაპერწკალი, დიდი რაოდენობის ენერგიის გამოყოფის გამო, უმართავი ხდება და ძლიერი აფეთქებით მთავრდება.


 

s