1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

რით აიხსნება მოლეკულური წყალბადის დიდი მდგრადობა და ატომური წყალბადის მაღალი ქიმიური აქტიურობა?

 

პასუხი:

მოლეკულური წყალბადის დიდი მდგრადობა განპირო­ბე­ბულია მასში შემავალ წყალ­ბადის ატომებს შორის მტკიცე კოვალენტური ბმების არსებობით, რის გამო, წყალბადის მოლეკულის ატომებად დასაშლელად საჭიროა დიდი რაოდენობის სითბური ენერგია:

 H2 ⇄ 2 H   ΔH°298  = - 434 კჯ/მოლი

წყალბადის ატომი, მცირე ზომისა და უნიკალური აღნაგობის გამო, გაცილებით აქტიუ­რია, ვიდრე მისი მოლეკულა. მოლეკულური წყალ­ბადის რომელიმე ქიმიურ რეაქციაში შესას­ვლელად, პირველ რიგში, უნდა მოხდეს მისი ატომებად დაშლა, რაც ენერგიის დიდ დანახარჯს მოითხოვს. ატომურ წყალბად­თან რეაქციის შემთხვევაში აქტივაციის ენერგია ძალიან მცირეა. მას ღებულობენ უშუალოდ ჩასატარებელი რეაქციის ზონაში. მისი მიღების ერთ-ერთი მეთოდია მოლეკულურ წყალბადზე ელექტრული განმუხტვის მოქმედება მაღალი წნევის პირობებში.


 

s