1.პირველი (IA) ჯგუფის ელემენტები

1.1.წყალბადი

კითხვა:

ახსენით წყალბადის პეროქსიდის მჟანგავი და აღმდგენი ბუნება და დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

 

პასუხი:

წყლის მოლეკულა პოლარულია. მოლეკულებს შორის წყალბადური ბმის და დიპოლ-დიპოლური ურთიერთქმედების გამო, მოლეკულები ასოცირებულია და წყალი ჩვეულებრივ პირობებში თხევად მდგომარეობაშია. წყალბადის პეროქსიდის მოლეკულა წყლის მოლეკულაზე უფრო ძლიერ პოლარულია (μ = 0.7·10−29 კულ.მ) მასში ბმების არასიმეტრიული განლაგების გამო:

წყალბადის პეროქსიდი


წყალბადის პეროქსიდი

 

წყალბადის პეროქსიდის დუღილის ტემპერატურა (150.2 °C) წყლის დუღილის ტემპერატურას აღემატება, რაც დაკავშირებულია მისი მოლეკულების ასოციაციის უფრო მაღალ ხარისხთან. წყალბადის პეროქსიდი ძლიერი მაიონიზირებელი ნივთიერებაა. H2O2-ის მდგრადობა დამოკიდებულია მასში სხვადასხვა მინარევის (მეტალთა იონების, მაგალითად, Fe2+, Cu2+ და ა.შ.) და ფერმენტების შემცველობაზე, აგრეთვე pH-ის მნიშვნელობაზე.

ამიაკის და ნახშირბადის დიოქსიდის აირადი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ ნახშირბადის დიოქსიდის მოლეკულა არაპოლარულია და მოლეკულები ჩვეულებრივ პირობებში არ არიან ასოცირებული, ხოლო ამიაკის აზოტის ატომი არ არის ისეთი მაღალი ელექტროუარყოფითობის მქონე ელემენტი, რომ წარმოქმნას ძლიერი მოლეკულათაშორისი წყალბადური ბმები. ამიაკი თხევადდება ჩვეულებრივ ტემპერატურაზე მხოლოდ მაღალი წნევის ქვეშ.


 

s