APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია

საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის ჟურნალი

ქიმიის უწყებანი

სამეცნიერო-შემეცნებითი ელექტრონული ჟურნალი · ქართულ და ინგლისურ ენებზე · ღია წვდომა (Open Access)

ყდა: ტომი 2, № 1

ტომი 2, № 1 (2015)

9 სტატია

მთლიანი ნომერი PDF — გახსნა (ახალ ჩანართში)

პოპულარულიგვ. 9–11

ადსორბციის პროცესები პრაქტიკაში

ვაჟა ღავთაძე

განხილულია ადსორბციის მოვლენა, მისი გამომწვევი მიზნები და გამოყენების არეალი. მარტივი საშუალებების გამოყენებით ქიმიური ექსტერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება - ადსორბენტის მიღება და ადსორბციის მოვლენის დემონსტრირება.

გამოქვეყნდა: 25 თებერვალი, 2015 · ნანახია 8106-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 7–8

ჰენრის კანონი და ემბოლია

ვაჟა ღავთაძე

აიროვანი ემბოლიის გამომწვევი სისხლში სხვადასხვა გზით მოხვედრილი ჰაერის ბუშტუკებია, ბუშტების წარმოქმნის მოვლენას კი ჰენრის კანონი ხსნის კარგად. რაღაც პირობებში მაღალი წნევის გამო ჰაერი კარგად იხსნება სისხლში, შემდეგ სხვადასხვა მიზეზების გამო წნევა მცირდება, ეს…

გამოქვეყნდა: 25 თებერვალი, 2015 · ნანახია 13999-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 12–14

მჟავურ-ფუძური ბალანსი - ჰომეოსტაზი სისხლში

ვაჟა ღავთაძე

სისხლის მჟავიანობისა და სიბლანტის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სტილის შეცვლამ ან საკვებმა პროდუქტებმა. როგორც ირკვევა, საკვებ პროდუქტებზე მეტად საშიში არის სუნთქვის დარღვევა, რადგანაც ამ დროს სისხლში მიმდინარეობს მთელი რიგი არასასურველი მოვლენები…

გამოქვეყნდა: 22 მარტი, 2015 · ნანახია 14041-ჯერ · სრულად →

მინერალოგიაგვ. 15–17

თანამედროვე ტექნიკური და ბუნებრივი მინების გასაოცარი მსგავსების შესახებ

ირინე ბერძენიშვილი

დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ მინის, როგორც მასალის, შექმნა ბუნების მიბაძვა და განმეორებაა. ლავა და მაგმა, მსგავსი მასალის ხელოვნურად შესაქმნელად თითქოსდა ბუნებით ნაკარნახევი მაგალითებია.

გამოქვეყნდა: 25 აპრილი, 2015 · ნანახია 6213-ჯერ · სრულად →

სასწავლო-მეთოდურიგვ. 18–20

ქიმიური ელემენტისა და მარტივი ნივთიერების ცნებების გააზრება ქიმიის სწავლის საწყის ეტაპზე

მაკა მაისურაძე

განხილულია ქიმიის სწავლების საწყის ეტაპზე პირად პედაგოგიურ პრაქტიკაში მოტივაციის ამაღლებისთვის გამოყენებული სტრატეგიები: რესურსების დამოუკიდებლად შექმნა; წარმოდგენის არალინგვისტური ხერხების გამოყენება. აღვწერილია, ამ სტრატეგიების გამოყენებით როგორ აქტიურად…

გამოქვეყნდა: 30 აგვისტო, 2015 · ნანახია 10010-ჯერ · სრულად →

სასწავლო-მეთოდურიგვ. 21–24

სახალისო ექსპერიმენტი - ქიმიის სწავლის მოტივაციის ამაღლების მეთოდი

მაკა მაისურაძე

ნაშრომში გაზიარებულია პედაგოგის პირადი გამოცდილება, თუ როგორ იყენებს სახალისო ექსპერიმენტს ქიმიის სწავლის მოტივაციის ამაღლების საშუალებად. აღწერილა სასწავლო მასალის შესაბამისი მარტივი და უსაფრთხო სახალისო ექსპერიმენტის შერჩევის მეთოდოლოგია, რომელთა დაგეგმვა…

გამოქვეყნდა: 31 აგვისტო, 2015 · ნანახია 9842-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 25–26

საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში - სოფლის მეურნეობა და ქიმია

ვაჟა ღავთაძე

ნაშრომში განხილულია ქიმიის კავშირი სოფლის მეურნეობასთან, კერძოდ საუბარია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მღრღნელებთან ბრძოლისათვის, შხამების მოქმედების მექანიზმი ახსნილია ქიმიური თვალსაზრისით.

გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი, 2015 · ნანახია 6230-ჯერ · სრულად →

კვლევაგვ. 27–32

ბუნებრივი გამწმენდი სისტემების და მათი მოქმედების მექანიზმის სწავლების მეთოდები სხვადასხვა ტიპის აუდიტორიასთან

ბურაქ ქიზილოზი*, ქეთევან კუპატაძე**

სტატიაში საუბარია ბუნებრივი გამწმენდი სისტემების ტიპების და მათი მოქმედების მექანიზმის სწავლების მეთოდებზე სხვადასხვა დონის აუდიტორიასთან. როგორიცაა, სასკოლო აუდიტორია, სადაც ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა, უნივერსიტეტის შესავალი კურსების სტუდენტები, რომლებსაც…

გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი, 2015 · ნანახია 4773-ჯერ · სრულად →

პოპულარულიგვ. 33–35

სურნელოვანი ორგანული ნაერთების გამოყენება ყოფა-ცხოვრებაში

ვაჟა ღავთაძე

ნაშრომში განხილულია მეთოდი რომლითაც შესაძლებელია მოსწავლეებს დავეხმაროთ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გაძლიერებაში, მცირე ისტორიული მონათხრობით მასწავლებელი ცდილობს ასევე გაზარდოს მოსწავლეთა მოტივაცია.

გამოქვეყნდა: 23 თებერვალი, 2016 · ნანახია 9321-ჯერ · სრულად →