ვაჟა ღავთაძე
ასევე იხილეთ
გაფართოებული ძებნა
"ქიმიის უწყებანი" ტომი:2, ნომერი:1, 25-26 გვ.
საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში - სოფლის მეურნეობა და ქიმია
ქიმიის პედაგოგი, ჭიათურის რაიონის სოფ.წირქვალის სკოლა 551267283
რეზიუმე: ნაშრომში განხილულია ქიმიის კავშირი სოფლის მეურნეობასთან, კერძოდ საუბარია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე მღრღნელებთან ბრძოლისათვის, შხამების მოქმედების მექანიზმი ახსნილია ქიმიური თვალსაზრისით.
საკვანძო სიტყვები: როდენტიციდი, შავი ჭირი, ვარფარინი, თუთიის ფოსფიდი, ნატრიუმის ფტორაცეტატი
შესავალი.
მოულოდნელად სრულიად უმიზეზოთ ეზოში ჯანმრთელი მცენარე გაგხმობიათ? მის გარშემო მიწას თუ დაკვირვებიხართ? მცენარის ფესვების ახლოს რაიმე ხვრელები ხომ არ შეგიმჩნევიათ? იცით ეს ხვრელები რას ეკუთვნის? ეს ხშირად ვირთაგვის ან თხუნელას ხვრელებია. ე. ი თქვენ ვირთაგვამ ან თხუნელამ დაგაზარალათ. მაგრამ თქვენ პირველი არა ხართ, ვისაც ასე დაემართა.
ადამიანი უძველესი დროიდან საკუთარი თავის შიმშილისაგან გადასარჩენად, მუშაობდა უწყვეტად და მისდევდა სოფლის მეურნეობას, მოყავდა მოსავალი. მაგრამ მუდამ ჰყავდა და ჰყავს ვერაგი მტერი ვირთაგვა, თაგვი და სხვა, რომლებიც გამუდმებით აჩანაგებენ ნათესებს, აღებულ მოსავალს და ამას გარდა ავრცელებენ მრავალგვარ დაავადებას. მოდით, ცოტა ისტორიაში ვიმოგზაუროთ და მე-14 საუკუნის მსოფლიოს გადავხედოთ. აქ ნამდვილად ცუდი მდგომარეობაა, ძაძები ჩაუცვამს მსოფლიოს. მიზეზი? შავი ჭირის ეპიდემია. უფრო კონკრეტული მიზეზი? ვირთხა და მის მიერ გადატანილი ჩხირები. და კიდევ უფრო მთავარი მიზეზი? ქიმიის განვითარების შედარებით დაბალი დონე, გაუნათლებლობა და სიბინძურეა გამეფებული მსოფლიოში. ეპიდემია, როგორც ირკვევა კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია, მღრღნელებს საკვები შემოაკლდათ. ამიტომაც ადამიანებს მიეკედლნენ. მათთან დაახლოვება მღრღნელებს თავიანთი მოხერხებისა და ადამიანის სისუსტის მიზეზით არ გაჭირვებიათ, ჯერ ხომ მშენებლობაში მასიურად ბეტონის გამოყენება არაა დაწყებული. მღრღნელები მარცვლეულით დატვირთულ გემებზე მოხვდნენ, თვეობით იყვნენ გემებზე, მრავლდებოდნენ და მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო, ავრცელებდნენ შავი ჭირის ჩხირებს. შავი ჭირი ამის შედეგად კვლავ გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ბოლოს 1995 წელს დაფიქსირდა ინდოეთში.
შავი ჭირის შემთხვევების შემცირება ქიმიის განვითარებამ გამოიწვია, აშენდა კაპიტალური ნაგებობები, შეიქმნა სადეზინფექციო საშუალებები, შხამქიმიკატები. დღესდღეობით მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა ვირთხებთან სხვადასხვა საშუალებებით, ვირთაგვებთან ბრძოლის საშუალებებს როდენტიციდი ეწოდება. სოფლის მეურნეობაში ფართოდ იყენებენ ამ მიზნით თუთიის სულფიდს. მისი გამოყენება თავდაპირველად 1911-1912 წლებში იტალიაში დაუწყიათ, შემდეგ ის ნატრიუმის ფტორაცეტატით, მოგვიანებით კი ანტიკოაგულანტებით ჩაუნაცვლებიათ. 1970 წლიდან ისევ დაუბრუნებიან ამ მიზნით თუთიის ფოსფიდის გამოყენებას. ის იონური ნაერთია, წყალში უხსნადი მონაცრისფრო თეთრი ფხვნილია, რომელიც ნესტიან გარემოსა და მჟავა არეში, ძლიერ მომწამლავ აირად ფოსფინად გარდაიქმნება და აზიანებს ღვიძლს, ფილტვებს და ქსოვილებს. იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის ქსოვილების მოსპობას და ამის გამო სწრაფ სიკვდილს. ფოსფინი უფერო აირია ხახვისა და ნივრის მსგავსი სუნით.
Zn3P2 + 6HCl " 3ZnCl2 + 2PH3
თუთიის ფოსფიდი ერევა საკვებს და იყრება ვირთაგვის მიერ გაკეთებულ ხვრელებში. აქვს კარგი ეფექტი. ანადგურებს მრავალ მღრღნელს. არაა საშიში ნიადაგისათვის, რადგანაც დაშლის შედეგად წარმოქმნის თუთიის ნაერთებს რომლებიც მიკროსასუქია და მეტად საჭიროა მცენარეებისათვის. ამ ნივთიერებით შეწამლული მარცვლეული არა მარტო შხამია მღრღნელებისათვის, ის ასევე კარგად ინახავს მარცვლეულს ნიადაგში და ადვილად ამოდის. ამ შხამით იწამლება მარცვლეულის, პარკოსნების, ჭარხლის, მიწის ვაშლის, კარტოფილის ბოლქვები ხარჯვის ნორმა არის 1კგ/ჰა. თუ ადამიანი მოხმარებისას დაიცავს უსაფრთხოების წესებს აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუმცა საშიშია ბავშვებისათვის და შინაური ცხოველებისათვის, ამიტომაც შენახვისას უნდა დიდი სიფრთხილე.
1948 წლიდან როგორც როდენტიციდი გამოიყენება ასევე ანტიკოაგულანტი ვარფარინი და მისი ნაწარმები კუმატეტრალილი, ბროდიფაკუმი. აქ უკვე მღრღნელებთან ბრძოლაში მთელი ორგანული ქიმიაა ჩართული - როდენტიციდის მოლეკულები არომატულ, ჰეტეროციკლურ ბირთვებს, კარბონილის, ჰიდროქსილის ჯგუფებს შეიცავს. შხამები ცვლის მღრღნელის სისხლის სიბლანტეს, რაც იწვევს კარდიოვასკულარული სისტემის დაზიანებას და დამღუპველად მოქმედებს საბოლოოდ.
ბრძოლა მღრღნელებთან გრძელდება, ქიმიკოსები ახალ პრეპარატებს ქმნიან. საინტერესოა რა ხდება ამ მხრივ საქართველოში, აქ თუ ებრძვიან მღრღნელებს? აგროქიმიის მაღაზიაში ვკითხულობ თუთიის ფოსფიდს და დადებით პასუხს ვღებულობ ე.ი ვირთგვებს აქტიურად ებრძვიან, კონსულტანტი საკმაოდ გასაგებად მიხსნის პრეპარატის მახასიათებლებს, მომწონს მისი პასუხი და ამიტომ შემდეგ სასუქებზე გადავდივარ, მირჩევს რომ კომბინირებული სასუქი, რომელითაც მე დავინტერესდი გარკვეულწილად ამიდური ფორმაა და ღიად მიწაზე მოყრა არ შეიძლება. აუცილებლად უნდა ჩაიბაროს. კარგია და მომწონს რომ აგროქიმიას ასეთი პროფესიონალი ემსახურება, ის ხომ ფაქტიურად ხალხს ემსახურება, მათ პროდუქციის შექმნაში ეხმარება, მაგრამ ის აღარ მომწონს, როდესაც ამბობენ, ქიმიამ დააქცია მსოფლიოო. ვფიქრობ ნამდვილად საჭიროა ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში.
დასკვნა.
გაკვეთილზე მსგავსი ისტორიის გარკვეული სიხშირით მოსმენა, განხილვა და მოსწავლეთა მიერ განსჯა იწვევს მათ დაინტერესებას მეცნიერებით, ისინი მეტად ფიქრობენ სხვადასხვა საკითხზე და სხვადასხვა თემის განხილვისას ცდილობენ ახსნან ამა თუ იმ ნივთიერების გამოყენება ცხოვრებაში ნივთიერების ფიზიკურ - ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე.
ლიტერატურა:
1.
http://npic.orst.edu/factsheets/znpgen.html
2.
https://www.daf.qld.gov.au/__data/assets/pdf_file/0008/69407/IPA-Zinc-Phosphide-PA3.pdf
3. http://www.hindawi.com/journals/cricc/2014/589712/
4. https://en.wikipedia.org/wiki/Warfarin
გამოქვეყნებულია: 25-10-2015