APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელ-რესურსები

კომპლექსური დავალებები ქიმიაში

როგორ დავადგინოთ შაქრის ფორმულა?

ალბათ დაინტერესებულხართ, როგორ ადგენენ ქიმიკოსები ნივთიერების ფორმულას. ამისათვის ქიმიური ანალიზის სპეციალური მეთოდები არსებობს, რომლებსაც ამ დავალებაში გაეცნობით. მაგალითისათვის გავეცნოთ ექსპერიმენტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება შაქრის ქიმიური ფორმულის დადგენა.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

როგორ დავთვალოთ საკვების ენერგეტიკული ღირებულება?

დავალებაში აღწერილია, როგორ ხდება საკვების ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა და წარმოდგენილია სამი სხვადასხვა კვების პროდუქტის კვლევისას მიღებული შედეგები. ამ მონაცემების საფუძველზე თქვენ უნდა შეაფასოთ თითოეული პროდუქტის კვებითი ღირებულება.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

ქიმიური ელემენტები ჯანმრთელობის სადარაჯოზე

იცით თუ არა, რომ ადამიანის ორგანიზმი 60-მდე ელემენტს შეიცავს? კვლევებით დადგენილია, რომ მათი უმრავლესობა ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გამოვყოთ მათგან რამდენიმე ელემენტი (რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, იოდი) და ვნახოთ, თუ რა როლი უკავიათ ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

რატომ დაცურავს დირიჟაბლი?

ჩიტს, თვითმფრინავსა თუ ვერტმფრენს ცაში ასაფრენად ფრთები სჭირდებათ, ხოლო აეროსტატსა და დირიჟაბლს კი - არა. რატომ? აეროსტატები და დირიჟაბლები ჰაერში კი არ დაფრინავენ, არამედ დაცურავენ. როგორ? შეასრულეთ მოცემული დავალება და იპოვით ამ კითხვაზე პასუხს.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

სილიციუმის თვისებების განსაზღვრა

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში ელემენტების განლაგების კანონზომიერების ცოდნა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ამა თუ იმ ელემენტის თვისებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის შესახებ კონკრეტული ცოდნა არ მოგვეპოვება.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

რატომ „ირღვევა“ ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით ალუმინის შემთხვევაში?

მათემატიკიდან კარგად გვახსოვს, რომ 2+3 და 3+2 ერთი და იგივე პასუხს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში ამბობენ, რომ „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. ეს მათემატიკური წესი ცხოვრებაშიც ხშირად პირდაპირ შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ არა ყოველთვის. დააკვირდით ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულების ფურცელს. ალბათ შეგინიშნავთ, რომ თითქმის ყველა დანიშნულ წამალს მიწერილი აქვს „ჭამამდე“ და „ჭამის შემდეგ“. რატომ „ირღვევა“ ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით მოცემულ შემთხვევაში?

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

ყველა რესურსი