კომპლექსური დავალებები

 

რომელი ხილი უფრო მჟავეა?

მოკლე აღწერა:

დავალებაში თქვენ გაეცნობით მეთოდს, ექსპერიმენტულად როგორ განსაზღვროთ, რომელი სითხე უფრო მჟავეა. კერძოდ, თქვენ შეძლებთ ერთმანეთს შეადაროთ ლიმონის წვენი, ვაშლის წვენი, ვაშლის ძმარი თუ ღვინის ძმარი.

 

გადასვლა

ფუძე-მჟავური ცისარტყელა

მოკლე აღწერა:

ხსნარის pH გვიჩვენებს, როგორი ბუნებისაა ხსნარი: მჟავა, ფუძე თუ ნეიტრალური. ჩვენს გარშემო სხვადასხვა სისტემას pH-ის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, რომლის გარკვეულ ზღვრებში შენარჩუნებაც, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
pH-ის მნიშვნელობის განსაზღვრა შეიძლება როგორც სპეციალური ხელსაწყოთი, ასევე ინდიკატორებით. ინდიკატორი კი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მოამზადოთ და ყოველდღიურად გამოყენებული ხსნარების pH შეამოწმოთ. ამისთვის დაგჭირდებათ წითელი კომბოსტო და ამ დავალების შესრულება.

 

გადასვლა

წვა, სუნთქვა და ნახშირორჟანგი

მოკლე აღწერა:

წვა და სუნთქვა თითქოს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პროცესებია, მაგრამ მათ ბევრი საერთო აქვთ. ეს, პირველ რიგში, ნახშირორჟანგია, რომელიც ორივე პროცესში პროდუქტს წარმოადგენს.
როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ორივე პროცესის დროს ნახშირორჟანგი გამოიყოფა?

 

გადასვლა

ავაგოთ მოდელები მანიპულატივებით

მოკლე აღწერა:

თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ატომი ძალიან პატარა ნაწილაკია, ამიტომ ინდივიდუალური ატომების და მათი შემადგენელი ნაწილების დანახვა და მათზე შეხება შეუძლებელია. ამიტომ ატომთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით ხშირად მიმართავენ მოდელების გამოყენებას, რომლებიც ატომის შედგენილობას ასახავს.

 

გადასვლა

საიდან მოდის ელემენტების დასახელება?

მოკლე აღწერა:

პერიოდულობის ცხრილში არსებული ბევრი ელემენტის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ელემენტების სახელწოდებებს განსხვავებული წარმოშობა აქვთ. ზოგიერთის სახელწოდება მათი აღმოჩენის ადგილს უკავშირდება, ზოგი მითოლოგიას ან ასტრონომიას.

 

გადასვლა

დავამტკიცოთ მასის მუდმივობის კანონი

მოკლე აღწერა:

სამყაროში ნაწილაკები (ატომები) ქიმიური პროცესების დონეზე უცვლელნი არიან. არ შეიძლება, ერთი ქიმიური რეაქციის ფარგლებში რომელიმე ატომი სადმე გაქრეს, უმისამართოდ გაუჩინარდეს. ამას ქიმიაში „მასის მუდმივობის კანონი“ ეწოდება. წინამდებარე დავალებაში თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ და ჩაატაროთ ექსპერიმენტი, რომლის საშუალებითაც მასის მუდმივობის კანონს დაამტკიცებთ.

 

გადასვლა

როგორ გავყინოთ წყალი საყინულეში სწრაფად და უსაფრთხოდ?

მოკლე აღწერა:

დღეს ძნელად იპოვით სამზარეულოს, სადაც არ იყოს მაცივარი განთავსებული. თანამდეროვე მაცივრები ელექტროენერგიაზე მუშაობს. ელექტრული დენის აღმოჩენამ მრავალი ელექტრომოწყობილობის შექმნას დაუდო საფუძველი, მაგრამ მაცივრისას კი არა. რატომ? მაცივარი ელექტრონერგიაზე წინ იქნა აღმოჩენილი (1800), რომელიც მექანიკურ ენერგიაზე მუშაობდა. ორ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც მაცივარს ვიყენებთ, თუმცა ზოგჯერ მაინც ვუშვებთ შეცდომას მისი გამოყენებისას. გაინტერესებთ, როგორ გაყინოთ წყალი სწრაფად და უსაფრთხოდ? პასუხი ამ დავალებაშია.

 

გადასვლა

 

როგორ დავადგინოთ შაქრის ფორმულა?

მოკლე აღწერა:

ალბათ დაინტერესებულხართ, როგორ ადგენენ ქიმიკოსები ნივთიერების ფორმულას. ამისათვის ქიმიური ანალიზის სპეციალური მეთოდები არსებობს, რომლებსაც ამ დავალებაში გაეცნობით.
მაგალითისათვის გავეცნოთ ექსპერიმენტებს, რომელთა საშუალებითაც ხდება შაქრის ქიმიური ფორმულის დადგენა.

 

გადასვლა

როგორ დავთვალოთ საკვების ენერგეტიკული ღირებულება?

მოკლე აღწერა:

დავალებაში აღწერილია, როგორ ხდება საკვების ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა და წარმოდგენილია სამი სხვადასხვა კვების პროდუქტის კვლევისას მიღებული შედეგები. ამ მონაცემების საფუძველზე თქვენ უნდა შეაფასოთ თითოეული პროდუქტის კვებითი ღირებულება.

 

გადასვლა

ქიმიური ელემენტები ჯანმრთელობის სადარაჯოზე

მოკლე აღწერა:

იცით თუ არა, რომ ადამიანის ორგანიზმი 60-მდე ელემენტს შეიცავს? კვლევებით დადგენილია, რომ მათი უმრავლესობა ცოცხალ ორგანიზმებში მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
გამოვყოთ მათგან რამდენიმე ელემენტი (რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, იოდი) და ვნახოთ, თუ რა როლი უკავიათ ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში.

 

გადასვლა

რატომ დაცურავს დირიჟაბლი?

მოკლე აღწერა:

ჩიტს, თვითმფრინავსა თუ ვერტმფრენს ცაში ასაფრენად ფრთები სჭირდებათ, ხოლო აეროსტატსა და დირიჟაბლს კი - არა. რატომ? აეროსტატები და დირიჟაბლები ჰაერში კი არ დაფრინავენ, არამედ დაცურავენ. როგორ? შეასრულეთ მოცემული დავალება და იპოვით ამ კითხვაზე პასუხს.

 

გადასვლა

სილიციუმის თვისებების განსაზღვრა

მოკლე აღწერა:

ელემენტთა პერიოდულობის ცხრილში ელემენტების განლაგების კანონზომიერების ცოდნა საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ამა თუ იმ ელემენტის თვისებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის შესახებ კონკრეტული ცოდნა არ მოგვეპოვება.

 

გადასვლა

რატომ „ირღვევა“ ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით ალუმინის შემთხვევაში?

მოკლე აღწერა:

მათემატიკიდან კარგად გვახსოვს, რომ 2+3 და 3+2 ერთი და იგივე პასუხს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში ამბობენ, რომ „შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“. ეს მათემატიკური წესი ცხოვრებაშიც ხშირად პირდაპირ შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ არა ყოველთვის. დააკვირდით ექიმის მიერ გამოწერილ დანიშნულების ფურცელს. ალბათ შეგინიშნავთ, რომ თითქმის ყველა დანიშნულ წამალს მიწერილი აქვს „ჭამამდე“ და „ჭამის შემდეგ“. რატომ „ირღვევა“ ჯამი შესაკრებთა გადანაცვლებით მოცემულ შემთხვევაში?

 

გადასვლა

 

ქიმიის “სამზარეულო“

მოკლე აღწერა:

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ქიმიური ლაბორატორია, რომელშიც ყველა საჭირო ჭურჭელი, მოწყობილობა და ენერგიის წყაროა, მაგრამ რეაქტივების უქონლობას განიცდით. ხელი მიგიწვდებათ მხოლოდ გამოხდილ წყალზე, სუფრის მარილზე, ქვიშასა და ნახშირზე.
თქვენი დავალებაა მხოლოდ ამ რეაგენტების გამოყენებით მიიღოთ 6 მარტივი და 10 რთული ნივთიერება.

 

გადასვლა

ქიმიური რეაქცია და “ზურგის ქარი“

მოკლე აღწერა:

ვიდრე კაცობრიობა ძრავას გამოიგონებდა, გადაადგილებისათვის ძალიან მარტივ და ეფექტურ საშუალებას - აფრას და ქარის მიმართულებას, ანუ წნევათა სხვაობას იყენებდა. წნევათა სხვაობა შეიძლება შეიქმნას ქიმიური რეაქციის შედეგადაც, თანაც ისეთი, რომ სითხემ აღმასვლა დაიწყოს...

 

გადასვლა

როგორ შევაგროვოთ დაღვრილი ვერცხლისწყალი?

მოკლე აღწერა:

რატომ არის საშიში, როდესაც ტყდება ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

 

გადასვლა

„მარშის ტესტი“ და კრიმინალისტიკა

მოკლე აღწერა:

დავალებში მოცემული მეთოდი ერთ-ერთი პირველია ქიმიური ანალიზის მეთოდებს შორის, რომლებიც კრიმინალისტიკაში გამოიყენეს.

 

გადასვლა

ხელის გულზე გამლღვალი მეტალი

მოკლე აღწერა:

მეტალების გალღობას მაღალ ტემპერატურაზე გაცხელება სჭირდება. ამისათვის სხვადასხვა მოწყობილობა იყენებენ. თუმცა მეტალთა მწკრივში ერთადერთი მეტალი არსებობს, რომლის გალღობაც შიშველი ხელით შეიძლება. იცით, რომელია იგი?

 

გადასვლა

 

როგორ აღმოვაჩინოთ დამალული ფერი?

მოკლე აღწერა:

დავალებაში თქვენ შეძლებთ ფილტრის ქაღალდის საშუალებით "დაშალოთ" ფერი შემადგენელ კომპონენტებად და დაადგინოთ, გატყუებთ თუ არა საუკუთარი თვალი ფერის აღქმისას?

 

გადასვლა

გზა არაორგანული ნაერთიდან ამინომჟავამდე

მოკლე აღწერა:

ამინოძმარმჟავა ერთ-ერთი შეუცვლელი ამინომჟავაა, რომელიც ცილის შემადგენლობაში შედის. პირველად იგი ცილის ჰიდროლიზით მიიღეს. დღეისათვის უკვე შესაძლებელია მისი სინთეზი რამდენიმე გზით. თქვენი დავალებაა, შემოგვთავაზოთ არაორგანული ნაერთიდან ამინოძმარმჟავას მიღების თქვენეული მეთოდი.

 

გადასვლა

როგორ გავარჩიოთ სპირტები ერთმანეთისაგან?

მოკლე აღწერა:

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ საკუთარი ლაბორატორია. ლაბორატორიული მაგიდის თაროზე აწყვია რეაქტივების ბოთლები: კალიუმის პერმანგანატი, გოგირდმჟავა, ნატრიუმის ტუტე, ვერცხლის ჰიდროქსიდის ამიაკალური ხსნარი და კიდევ სამი ბოთლი, რომელთაც ეტიკეტები აქვს დაკარგული. საბედნიეროდ, ეტიკეტები იატაკზე იპოვეთ შემდეგი წარწერებით: პროპან-1-ოლი, პროპან-2-ოლი და 2-მეთილპროპან-2-ოლი. დავალების მიზანია ჩამოვარდნილი ეტიკეტების უკაბ ბოთლებზე დაბრუნება.

 

გადასვლა

უხილავი „მელანი“

მოკლე აღწერა:

მოცემულ დავალებაში შეძლებთ სახლის პირობებში დაამზადოთ არატოქსიკური საშუალებებით „უხილავი მელანი“

 

გადასვლა

ალკანები და პირამიდები

მოკლე აღწერა:

ხეოფსის პირამიდა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რატომ შეიცავს ნავთობი ნაჯერ ნახშირწყალბადებს და არა უჯერებს. მეთანს, რომელიც ალკანების უმარტივესი წარმომადგენელია, პირამიდის მსგავსი აღნაგობა აქვს.

 

გადასვლა

რა რაოდენობის ვიტამინს შეიცავს ლიმონი?

მოკლე აღწერა:

საზოგადოდ ცნობილია, ვიტამინებს ცოცხალი ორგანიზმის არსებობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ნაცნობ ვიტამინს წარმოადგენს „ვიტამინი C”, რომელსაც, სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს და მას ძირითადად საკვებიდან იღებს. აქედან გამომდინარე, საინტერსოა იმის ცოდნა, თუ რომელი საკვები შეიცავს ვიტამინ C-ს და რა რაოდენობით.

 

გადასვლა

ახალი საგანმანათლებლო პროექტი საქართველოში

განათლების კოალიციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროექტი დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ხორციელდება COVID-19 პანდემიაზე სწრაფი რეაგირების ფარგლებში.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის - „iსკოლის“ ფარგლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის შეიქმნა საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ დავალებები და დამოუკიდებლად შეასრულონ, ასევე, გაეცნონ საჭირო მასალებს. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომია მასწავლებლებისთვისაც. აქ თავმოყრილი სასწავლო რესურსები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუმსუბუქებს ონლაინ რეჟიმზე გადასვლის თანმდევ სირთულეებს.

საგნობრივი ჯგუფების განყოფილებებში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დახვდებათ მკაფიო, ცხადი, შემეცნებითი და საინტერესო სავარჯიშოები და დავალებები. ასევე, ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო თეორიული მასალა, დამხმარე რესურსები, ჰიპერბმულები, რომლებიც დამატებითი ცნობებით უზრუნველყოფს მათ.

დავალებების კვირეული პაკეტების შექმნაზე საგნობრივ ჯგუფებში მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები და ეროვნული სასწავლო გეგმების კურიკულუმის განვითარების ექსპერტები. მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლის ინტერესებზეა მორგებული.

სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის მზადდება გადაცემათა ციკლი სხვადასხვა თემაზე - „ბავშვთა ადრეული განვითარება - რჩევები მშობლებს".

აქ თავმოყრილი მასალა ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების ხელშეწყობას შეეხება - როგორ უნდა მოვაწყოთ ბავშვისთვის განმავითარებელი გარემო შინ, როგორ უნდა შევუწყოთ მის მრავალმხრივ განვითარებას სხვადასხვა ტიპის თამაშით ხელი და როგორ დავგეგმოთ ბავშვისთვის საინტერესო დღე. ასავე შეიქმნება მრავალფეროვანი ონლიანრესურსიც.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS და პირველი არხი-განათლება.