APC GeorgiaCHEMISTRY.GEქართული ქიმიის პორტალისაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია
ელ-რესურსები

კომპლექსური დავალებები ქიმიაში

ქიმიის “სამზარეულო“

წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ქიმიური ლაბორატორია, რომელშიც ყველა საჭირო ჭურჭელი, მოწყობილობა და ენერგიის წყაროა, მაგრამ რეაქტივების უქონლობას განიცდით. ხელი მიგიწვდებათ მხოლოდ გამოხდილ წყალზე, სუფრის მარილზე, ქვიშასა და ნახშირზე. თქვენი დავალებაა მხოლოდ ამ რეაგენტების გამოყენებით მიიღოთ 6 მარტივი და 10 რთული ნივთიერება.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

ქიმიური რეაქცია და “ზურგის ქარი“

ვიდრე კაცობრიობა ძრავას გამოიგონებდა, გადაადგილებისათვის ძალიან მარტივ და ეფექტურ საშუალებას - აფრას და ქარის მიმართულებას, ანუ წნევათა სხვაობას იყენებდა. წნევათა სხვაობა შეიძლება შეიქმნას ქიმიური რეაქციის შედეგადაც, თანაც ისეთი, რომ სითხემ აღმასვლა დაიწყოს...

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

„მარშის ტესტი“ და კრიმინალისტიკა

დავალებში მოცემული მეთოდი ერთ-ერთი პირველია ქიმიური ანალიზის მეთოდებს შორის, რომლებიც კრიმინალისტიკაში გამოიყენეს.

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

ხელის გულზე გამლღვალი მეტალი

მეტალების გალღობას მაღალ ტემპერატურაზე გაცხელება სჭირდება. ამისათვის სხვადასხვა მოწყობილობა იყენებენ. თუმცა მეტალთა მწკრივში ერთადერთი მეტალი არსებობს, რომლის გალღობაც შიშველი ხელით შეიძლება. იცით, რომელია იგი?

დავალების გახსნა (იხსნება ახალ ჩანართში)

ყველა რესურსი