სიახლეები

 

ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბი „პასტერი“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გრანტის ფარგლებში (SCR-22-216) დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვარის საჯაროსკოლის ქიმიის ლაბორატორია განახლდა.  ფონდიდან საგრანტო დაფინანსება 12000 ლარის ოდენობით მოიპოვა სკოლასთან არსებულმა ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა „პასტერი“ თემით „დაამზადე და შეამოწმე“ საპონი.

საგრანტო დაფინანსების პირორებში ლაბორატორია აღიჭურვა ვიდეო პროექტორით, მაგნიტური შემრევით, კოლბა გამახურებლით, მოლეკულური მოდელებით, pH მეტრით, ელექტრონული სასწორით, ორგანული და არაორგანული სინთეზის ჩასატარებელად საჭირო მრავალფეროვანი ქიმიური ჭურჭლით, გამოსახდელი და ექსტრაქციის მოწყობილობებით, ბიუერეტებით და მობილური ლაბორატორიული ნაკრებით.

პროექტის ხელმძღვანელი: ელიზბარ ელიზბარაშვილი, თანახელმძღვანელი  თამაზ ქარქუსაშვილი,  ასისტენტი: როინ ბერულავა.

 

 

გამოქვეყნებულია: 22-03-2023