სიახლეები
ქიმიის ოლიმპიადის „ზურგჩანთა“ პირველი ტური
18 და 19 მარტს ჩატარდა მე-2 რესპუბლიკური ქიმიის ოლიმპიადის „ზურგჩანთა“ პირველი ტური სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 127 მოსწავლემ. შემდეგ ტურში გადავიდა რანჟირებული სიის დაახლოებით 60 %.
მეორე ტურში გადასული მოსწავლეების სიები გამოქვეყნებულია ოლიმპიადის ვებგევრდზე.
გთავაზობთ პირველი ტურის შედეგების სტატისტიკას:
მე-8 კლასი:
მონაწილეთა რაოდენობა: 35,შემდეგ ტურში გადასული მოსწავლეთა რაოდენობა 25 (71%):
მე-9 კლასი:
მონაწილეთა რაოდენობა: 37,შემდეგ ტურში გადასული მოსწავლეთა რაოდენობა 23 (62%):
მე-10 კლასი:
მონაწილეთა რაოდენობა: 24,შემდეგ ტურში გადასული მოსწავლეთა რაოდენობა 14 (58%):
მე-11-12 კლასები:
მონაწილეთა რაოდენობა: 31,შემდეგ ტურში გადასული მოსწავლეთა რაოდენობა 20 (65%):
გამოქვეყნებულია: 20-03-2023