სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი: ამედეო ავოგადროს კანონით

ჩემს თანამედროვეთა შორის არავინ მეგულება ისეთი, ბავშვობაში, სტუმრიანობისას, ერთხელ მაინც არ შეეყენებინოთ პიედესტალზე და არ ეკითხოთ: „დედა უფრო გიყვარს თუ მამა?“ ერთადერთი პასუხი, რომელიც შეზარხოშებული, ეშმაკურად თვალებაციმციმებული ბიძიების ამ კითხვაზე გონებაში გვიტრიალებდა, იყო: „მიდი და სდრუზე ამას რამე!“ – მაგრამ ამის არც უფლება გვქონდა და არც საშუალება ასაკის, სტუმართმოყვარეობისა და კიდევ ბევრი რამის გამო, ამიტომ ვიდექით მდუმარედ, თავდახრილები, და ველოდებოდით, როდის მობეზრდებოდათ ჩვენით გართობა ენაკვიმატ ოხუნჯებს, რომლებსაც დიდებისთვისაც არაერთი „ჩამჭრელი“ კითხვა ჰქონდათ მარაგში. უფრო გონებამახვილი გამომცდელები სხვა ტიპის კითხვებს ამჯობინებდნენ. ახლა მათ „მეცნიერულ ოხუნჯობებს“ ვეძახი. მაგალითად, „როგორია ზღვაში ქვები?“ და „ერთი კილოგრამი ბამბა უფრო მძიმეა თუ ერთი კილოგრამი ოქრო?“. უკანასკნელ კითხვაზე დაუფიქრებლად „ოქროს“ პასუხობდნენ, დაფიქრებულად კი – „არცერთს“, მაგრამ თუ კარგად დავუფიქრდებით, პასუხი ასეთი მარტივი არ არის. მაგალითად, გაუგებარია, კითხვის ავტორი მასას გულისხმობს თუ წონას. ბევრს ისინი სინონიმები ჰგონია, არადა წონა ნიუტონებში იზომება, მასა – კილოგრამებში, წონა მიზიდულობის ძალის გავლენით რაიმე ზედაპირზე დაწოლის ძალაა და კიდევ მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ერთი და იმავე სხეულისთვის მუდმივ სიდიდეს აე წარმოადგენს, მასა კი მუდმივია. ის მასალის რაოდენობას აღნიშნავს და ზღვის ზედაპირზეც და კოსმოსშიც ერთი და იგივეა, თუ სხეული მთლად სინათლის სხივის სიჩქარით არ მოძრაობს. აქედან გამომდინარე, ზემოთ დასმულ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაზუსტდეს, რას გვეკითხებიან სინამდვილეში – მასას თუ წონას. თუ წონას, მაშინ ტოლია, თუ მასას – ბამბა უფრო მძიმეა.

რატომ?

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 25-03-2023