სიახლეები

 

EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში

პროექტი "EU CHEMLAB პროექტის იმპლემენტაცია საქართველოში" მხარდაჭერილია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამების მიერ. პროექტის მიზანია სამუშაო ადგილზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამის "ქიმიური ლაბორატორიის ტექნიკური ასისტენტი"-ს იმპლემენტაცია და განხორციელება პარტნიორ კომპანიებთან ერთად კვების, ქიმიური, ფარმაცევტული, აგრარული და გარემოს დაცვის სფეროებში საჭირო კადრების მომზადება/გადამზადებისათვის. EU CHEMLAB II კონსორციუმში, რომელსაც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს, თურქეთის, საბერძნეთის და პოლონეთის უნივერსიტეტებთან, გერმანიის სავაჭრო პალატასთან, პროფესიულ სკოლებთან და ინდუსტრიის პარტნიორებთან ერთად, თსუ ასოცირებული პარტნიორის სახით მონაწილეობს.

ქართულ პროექტში ჩართულია 5 ადგილობრივი კომპანია; 2 კომპანია („ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერი“ და „ღვინის ლაბორატორია“) მატერიალურ ტექნიკური ბაზით და 9 ტრენერით, ხოლო 3 კომპანია საკუთარი 7 თანამშრომელით ტრენინგებში მონაწილეობს. ტრენინგებს მოდულარული და როტაციული ხასიათი აქვს, როცა ხდება რესურსების და ექსპერტიზის გაზიარება უნივერსიტეტის და კომპანიების მიერ. ერთი მოდულის ფარგლებში უნივერსიტეტში თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის შემდეგ სტუდენტები კომპანიებში პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, რაც სამუშაო ადგილზე საჭირო კომპეტენციების განვითარებას უწყობს ხელს.



დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ


http://www.eu-chemlab.eu/index.php?id=2&L=6


http://chemlab-geo.bsenetworks.com

 

 

გამოქვეყნებულია: 18-02-2014