სიახლეები

 

წიგნის "ქიმია ყველასათვის" პრეზენტაცია

20 დეკემბერს, 19:00-ზე, გამომცემლობა "ინტელექტის" ოფისში გაიმართება სერიით "ინტელექტი სკოლას" გამოცემული მორიგი ტომის, ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნის „ქიმია ყველასათვის“ პრეზენტაცია.

ელიზბარ ელიზბარაშვილის წიგნი „ქიმია ყველასათვის“ მოიცავს სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებსა და ესეებს ზოგადი, არაორგანული და ორგანული ქიმიის კანონებსა და საკითხებზე. მასში ნაჩვენებია არაერთი ყოფითი მოვლენის მჭიდრო კავშირი ქიმიასთან.

ქიმიური საკითხების გადმოცემის ამგვარი ფორმა მიზნად ისახავს ქიმიის დარგის პოპულარიზაციას ფართო მკითხველისათვის. ვიმედოვნებთ, რომ წიგნი ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, მასწავლებლებისათვის, ისე მკითხველთა ფართო წრისათვის.

მისამართი: ჭავჭავაძის 5

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ >>>

 

 

გამოქვეყნებულია: 18-02-2014