სიახლეები

 

ელიზბარ ელიზბარაშვილი - ჩვენ (ი) და დედა- დედამიწა

დედამიწა... ვისთვის - მამული და მამა-პაპის საძვალე, ვისთვის - ტალახი და ფეხის მტვერი; ვისთვის - თვალუწვდენელი სამყარო და ვისთვის - მტვრის ნაწილაკი...

მიწა, თიხის, ნეშომპალას, წყლისა და მინერალების ეს ნაზავი, რატომ მივიჩნიეთ ასე ახლობლად, რატომ გავაიგივეთ დედასთან და დავარქვით „დედამიწა"? ალბათ იმიტომ, რომ დედა არც მარტო მშობელია და არც მარტო აღმზრდელი - დედა ორივეა. ასეა დედამიწაც. დედამიწაზე იშვა ჩვენ გარშემო მყოფი ყოველი სულიერი თუ უსულო და მთელი სიცოცხლე მის ძუძუს წოვს. პირველი ადამიანიც თიხისგან გამოძერწეს, როგორც ამბობენ...

კიდევ რით ჰგავს დედამიწა დედას? მასაც დედაჩვენებივით დიდი გული აქვს, რომელიც უამრავ დარდს, ნაღველსა თუ მრისხანებას იტევს... იგი მთელ ჩვენს ამქვეყნიურ ვარამს საგულდაგულოდ მალავს გულის სიღრმეში ჩვენი თვალისთვის მოსარიდებლად...

ჩვენც, ხავსსა თუ ბაობაბებს, ღრმად გაგვიდგამს ფესვები მის წიაღში და ხარბად ვეწაფებით მისი მკერდის ნაჟურს; ნადირი თუ ადამიანი, ამაყად დავაბიჯებთ მის მკერდზე და ჩვენად მიგვაჩნია მთელი სამყარო - ვიგონებთ წესებსა და კანონებს, ვიძლევით ბრძანებებს, რეკომენდაციებს, ვაწესებთ მორალს, რათა უფრო უკეთ და მეტხანს ვიბატონოთ, მაგრამ დედამიწას ორივე ხელით ისე ვართ ჩაფრენილი, როგორც უსუსური ჩვილი - დედის მკერდს. ფრინველებმა ისწავლეს ზეცაში აჭრა, მაგრამ დედამიწას მოწყვეტილებს მხოლოდ მოკლე ხანს შეუძლიათ ნავარდი; ბოლოს, დაღლილები და მოშივებულები, ისევ მის მკერდზე დაეშვებიან. მუდმივი ბუდე-სამკვიდროც დედამიწაზე აქვთ...

სტატია სრულად იხილეთ ინტერნეტ გაზეთmastsavlebeli.ge-ზე

 

 

გამოქვეყნებულია: 18-02-2014