სიახლეები
IChO-2024 დასრულდა
ქიმიის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედალოსანი გახდა ილია დოკაძე.
წელს ოლიმპიადის მასპინძელი საუდის არაბეთი იყო და მასში 89 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ილია დოკაძე, არჩილ წიკლაური, ედიკ ღაზაზიანი, თინათინ ბუთხუზი (მთავარი ლიდერი), ვახტანგ კურცხალია (ლიდერი), სოფიკო ფაცაცია (მასწავლებელი) და ლაშა ხუციშვილი (მასწავლებელი).
ოლიმპიადის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება: იხ ბმული.
საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია ულოცავს მენტორებს და მონაწილეებს მიღწეულ წარმატებას.
გამოქვეყნებულია: 30-07-2024