სიახლეები

 

ლექციების სერია თეორიულ ქიმიაში

26 ივლისს 12:00 საათზე კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდება საჯარო ლექციების სერია თეორიულ ქიმიაში, რომელსაც წაიკითხავენ Massachusetts Institute of Technology-ის (MIT) პოსტდოქტორანტები ილია კევლიშვილი, ქლორის რეინჰარდტი და Princeton University-ის პოსტდოქტორანტი ფილიპს ჰათჩინსონი.

 

ლექციების სერიაში წარმოდგენილი იქნება სამი თემა:

  • ⁠პოლიმერული მექანოფორების აღმოჩენა და შესწავლა გამოთვლითი ქიმიისა და მანქანური დასწავლის მეშვეობით
  • ⁠ენზიმური კატალიზი in silico: ენზიმური მექანიზმების შესწავლა და კონსერვირებული ცილის აქტიური ზონების იდენტიფიცირება თეორიული ქიმიის და ბიოინფორმატიკის მეშვეობით
  • პროტონთან შეუღლებული ელექტრონის გადატანა ჰიბრიდულ კატალიზატორებში 

დასწრება თავისუფალია.

 

 

გამოქვეყნებულია: 23-07-2024