სიახლეები

 

IChO-2024 იწყება

დღეს, გამთენიისას საქართველოს ეროვნული ნაკრები ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2024) გაემგზავრა.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს საუდის არაბეთი (ელ-რიადი) მასპინძლობს. იგი 56-ედ ტარდება და 90-მდე ქვეყანა მონაწილოებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან ილია დოკაძე, არჩილ წიკლაური,  ედიკ ღაზაზიანი, თინათინ ბუთხუზი (მთავარი ლიდერი), ვახტანგ კურცხალია (ლიდერი), სოფიკო ფაცაცია (მასწავლებელი) და ლაშა ხუციშვილი (მასწავლებელი).

ოლიმპიადა საზეიმოდ ხვალ, 22 ივლისს დაიხსნება.  ოლიმპიადის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება:  იხ ბმული.

 

 

გამოქვეყნებულია: 21-07-2024