სიახლეები

 

2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში

კაროლინსკას  ინსტიტუტის ნობელის ასამბლეის გადაწყვეტილებით  2024 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში მიენიჭათ ვიქტორ ამბროსს და გარი რუვკუნს „მიკრო-რნმ-ის აღმოჩენისა და პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში მისი როლის განსაზღვრისთის”

1993 წელს მათ გამოაქვეყნეს მოულოდნელი აღმოჩენა, სადაც აღწერდნენ გენის რეგულირების ახალ დონეს, რომელიც მთელი ევოლუციური ისტორიის  განმავლობაში უცვლელი რჩებოდა.

მრავალუჯრედული ორგანიზმების ევოლუცია მოითხოვს გენის რეგულირების ძალიან დახვეწილ მექანიზმებს. გარდა ტრანსკრიპციული გენის რეგულაციისა, რომელსაც აკონტროლებს  მარეგულირებელ სეკვენსებზე (ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობებზე) მოქმედი დნმ-ის დამაკავშირებელი ფაქტორები,  უფრო კომპლექსური ორგანიზმების ევოლუციასთან ერთად გაჩნდა სხვა სახის საკონტროლო სისტემებიც.

ასობით მილიონი წლის განმავლობაში გენები, რომლებიც აკოდირებენ პაწაწინა არაკოდირებადი რნმ-ის მოლეკულებს (ეგრეთ წოდებულ მიკრორნმ-ებს) , გაფართოვდნენ მრავალუჯრედოვანი ორგანიზმების გენომებში, რათა განეხორციელებინათ პოსტტრანსკრიპციული კონტროლი mRNA სტაბილურობასა და ცილების ტრანსლაციაზე.

მიკრორნმ-ები და მათი გენის რეგულირების რეჟიმი სრულიად უცნობი რჩებოდა 1993 წელს ვიქტორ ამბროსისა და გარი რუვკუნის აღმოჩენამდე.

 ნობელის პრემიის ორმა ლაურეატმა გამოიკვლია მუტანტი C.elegans ნემატოდები განვითარების დეფექტებით, რომლებიც გამოწვეული იყო lin-4 და lin-14 გენეტიკური ლოკების ცვლილებებით. ამბროსის ლაბორატორიამ მოახდინა lin-4 გენის კლონირება და გასაკვირი აღმოჩენა გააკეთა, რომ ის არ აკოდირებს ცილას. ამის ნაცვლად, მან დაადგინა, რომ lin-4 აკოდირებს  მოკლე 22-ნუკლეოტიდიან არამაკოდირებელ რნმ-ს.        

პარალელურად, რუვკუნის ლაბორატორიამ ნახა, რომ lin-4 არეგულირებს lin-14-ს . სეკვენსების შედარებისას, მათ დაადგინეს ნაწილობრივი კომპლემენტარულობა მოკლე არაკოდირებულ lin-4 რნმ-სა და lin-14-ის 3`UTR ელემენტებს შორის.

ეს იყო პირველი აღმოჩენა მარეგულირებელი რნმ-ების კონცეპტუალურად ახალი ტიპის, მიკრო რნმ-ის შესახებ .

ამბროსისა და რუვკუნის აღმოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო და გამოავლინა ევოლუციურად შენახული პოსტტრანსკრიპციული მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც შუამავლობს მიკრორნმ-ებით, კრიტიკული როლით ცხოველთა განვითარებასა და ზრდასრული ქსოვილის ფუნქციონირებისთვის.



სტატია სრულად იხილეთ წყარო

მასალა მომზადებულია მარიამ ქენქაძის მიერ

 

 

გამოქვეყნებულია: 08-10-2024