სიახლეები

 

STEMასისტენსი & მცხეთის წმინდა თორმეტი მოციქულის სახ. სკოლა

27 მარტს სტემ ასისტენსის ფარგლებში მცხეთის წმინდა თორმეტი მოციქულის სახ. საშუალო სკოლის მერვე-მეცხრე კლასელები და ბიოლოგიის მასწავლებელი ქ. შორენა გოგოლაძე ესტუმრნენ აგრარულ უნივერსიტეტს კვლევაზე სამუშაოდ, რომელიც განხილული იყო წინასწარ, ონლაინ შეხვედრის მეშვეობით. კვლევას წარმოადგენდა C ვიტამინის განსაზღვრა ხილში, კონკრეტულად ფორთოხალში. შეხვედრის ფარგლებში თითოეული მოსწავლე გაეცნო ლაბორატორიაში მუშაობის წესებს, თავად დაამზადეს გატიტვრისთვის საჭირო ხსნარები, ბოლოს კი დაადგინეს თუ რა რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს ფორთოხალის ახლადგამოწურული წვენი. ამ ყველაფერს უმასპინძლა სტემ ასისტენტმა, ვალერი დუშაშვილმა. მოცემული შეხვედრა მოსწავლეებისთვის სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 03-04-2024