სიახლეები

 

მორიგი შეხვედრა ქუთაისის #41 საჯარო სკოლასთან

ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგთან (გუნდის ხელმძღვანელი) - მარინე კუჭუხიძესთან და გუნდის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: ლევან ლევიძე, მათე ბეროძე, ნიკუშა თორაძე,  სტემ-ასისტენტი - ზაკო სანიკიძე, გუნდების ხელმძღვანელი (პედაგოგი) - ქ-ნი მარინე კუჭუხიძე.

შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ პროექტის თემის პრაქტიკულად შესასრულებელი სამუშაოები. გაღვიებული თესლები დაფესვიანებისთვის გადავიტანეთ დატენიანებულ ბამბაზე.

ექსპერიმენტების საფუძველზე გავარჩიეთ ამოცანა - ხსნარებში მიმდინარე რეაქციები. მსვლელობა: სპილენძ(II)-ის სულფატისა და ბარიუმის ქლორიდის განსაზღვრული კონცენტრაციის ხსნარების მომზადება, იონმიმოცვლითი რეაქციის საფუძველზე ბარიუმის სულფატის ნალექის მიღება ბარიუმის ქლორიდის სიჭარბის პირობებში(ჭარბი და მალიმიტირებელი რეაგენტები), ფილტრაცია, ფილტრატში განსაზღვრული წონის თუთიის ფირფიტის დაყივნება. რეაქციების დასრულების შემდეგ ფილტრატის პროცენტული შედგენილობისა და თუთიის ფირფიტაზე გამოლექილი მეტალის მასის დადგენა თეორიულად. 

 

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

 

 

გამოქვეყნებულია: 03-04-2024