სტუმრები

2012 წლის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია მიენიჭათ შოთა სამსონიას, იოსებ ჩიკვაიძის, მარინა ტრაპაიძის, ნანა თარგამაძის, დალი ყაჯრიშვილის და დავით ზურაბიშვილის ნაშრომთა ციკლისა „აზოტშემცველი პოტენციური ბიოლოგიური აქტიურობის მქონე არომატული ჰეტეროციკლური სისტემები: სინთეზი, თვისებები, სკრინინგი“



 

 

პეტრე მელიქიშვილის პრემიის ლაურეატები

- ბატონო შოთა, პირველ რიგში გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემის მონიჭებას. თუ შეიძლება მოკლედ მოგვიყევით ამ სამუშაოთა ციკლის შესახებ.



- ნაშრომების ციკლი „აზოტშემცველი პოტენციური ბიოლოგიური აქტიურობის მქონე არომატული ჰეტეროციკლური სისტემები: სინთეზი, თვისებები, სკრინინგი““ არის ავტორთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის კიდევ ხუთი მეცნიერი იოსებ ჩიკვაიძე, მარინა ტრა¬პაიძე, ნანა თარგამაძე, დალი ყაჯრი¬შვილი და დავით ზურაბიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პეტრე მელიქიშცვილის მიერ დაარსებული ორგანული ქიმიის კათედრაზე მიმდინარე ადრეული გამოკვლევების გაგრძელება.

ამ ჯგუფის მიერ განხორ¬ცი¬ე¬ლებული მრავალწლიანი გამოკვლე¬ვების შედეგად შექმნილია მრავალი ახალი აზოტშემცველი ჰეტეროციკლური სისტემა, მათ შორის - იზომერული პიროლოინდოლები და კონდენსირებული ინდოლოინდოლები; ინდოლის ბენზოლის ბირთვის ნახშირბადატომებითა და სხვადასხვა ხიდური ჯგუფებით დაკავშირებული არაკონდენსირებული ბისინდოლები, ტრიინდოლური, ინდოლის ფრაგმენტის შემცველი ბის-სპირონაერთები, ბიპირიდაზინოინდოლები, ლიპოფილური ბუნების მქონე ადამანტანის ფრაგმენტების შემცველი ინდოლები და ბენზიმიდაზოლები, დიპიროლოქინოქსალინის ფრაგმენტების შემცველი ბის-სპიროპირანული სისტემები და სხვა მრავალი მათი გარდაქმნის პროდუქტი.



- რა არის თქვენი კვლევების სამიზნე?

- სამეც¬ნი¬ე¬რო კვლევები გაერთიანებულია ერთი სა¬მეც¬ნიერო იდე¬ის გარშემო. ამ იდეას საფუძვლად დაედო ინდოლშემცველი ნაერთების უნიკალური რო¬ლი ბუნებაში.

სამეცნიერო მიმართულების მიზანია ინდოლისა და სხვა არომატული ჰეტეროციკლების ბის- და პოლიანალოგების შექმნა, რომლებიც შეიცავენ თავისუფალი სარეაქციო ცენტრების მქონე ჰეტეროციკლების ფრაგმენტებს. ეს უკანასკნელი იძლევა მათი შემდგომი ფუნქცინალიზაციის საშუალებასა და შესაბამისად პროლონგირების უნარის მქონე ცნობილი, ან მათი ახალი პოტენციურად ბიოლოგიურად აქტიური ანალოგების შექმნის საშუალებას.



- თქვენი ჯგუფის მიერ წლების განმავლობაში მიღებულია აუმრავი ახალი ნაერთი. მიუხედავად ამისა, მაინც რომელ სისტემას ან ნაერთს გამოყოფდით გამსაკუთრებით?

- აღნიშნულ ჰეტეროციკლებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ინდოლის ორბირთვიანი სისტემა, რომელიც ადვილად ერთვება მეტა¬ბო¬ლი¬ზმის პრო¬ცე¬სებ¬ში და არ არის საზიანო ორგანიზმისათვის.



- სამეცნიერო მიღწევებს ესაჭიროება გარჯვეული პოპულარიზაცია, პუბლიცირება. რა საშუალებებს იყენებდით ამ მიზნით? ცხადია საქართველოში გამოქვეყნებული შრომები ძირითადა ლოკალური მკითხველისთვისაა. მიმართავდით თუ არა საერთაშორისო გამომცემლობებს?

- ზემოთ აღნიშნულ იდეის განვითარებას მიეძღნა შრომების ციკლი, რომელიც მოიცავს 34 სამეცნიერო პუბლიკაციას, მათ შორის 1 გამომცემლობა „ლამბერტის“ მიერ გამოცემული გერმანულ ენაზე დაბეჭდილი თ. დოროშენკოს მიერ სამსონიასა და ი. ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით შესრულებული სამაგისტრო ნაშრომი: Doroshenko T., Samsoniya Sh., Chikvaidze I. Bisindole Derivatives. Synthesis of bis(1H-Indol-5-yl)methane new derivatives. Lambert Academic Publishing, Saarbruecken. Printed in the U.S.A., 2011, 61 pp.

პუბლიკაციებში მოწოდებულია ზემოთ აღნიშნული ნივთიერებათა რიგის ნა¬ერ¬თე-ბის სინთეზის ახალი მეთოდები და ცნობილი მეთოდების გაუმჯობესება-ოპტიმიზაცია. შესწავლილია მათი ქიმიური თვისებები და ბიოლოგიური აქტიურობა.

გარდაქმნებში მონაწილე ჰეტეროციკლებისა და მათი ნაწარმების ელექ¬ტ¬რო-ნული და სტრუქტუროლი სპეციფიკიდან გამომდინარე მოწოდებულია ჩატა¬რებული ქიმიური გარდაქ¬მ¬ნე¬ბის თავისებურებებისა და სავარაუდო მექანიზმების ახალი ინტერ-პრე¬ტაცია.

წარმოდგენილი ნაშრომების ციკლის სამი პუბლიკაცია მიმოხილვითი ხასიათისაა.

პირველად არის გამოქვეყნებული მიმოხილვითი სტატია ბენზიმიდაზოლებზე და ადამანტილბენზიმიდაზოლებზე. განხილულია სინთეზის მეთოდები, გარდაქმნები და ბიოლოგიური თვისებები. სტატია მნიშვნელოვანია დოქტორანტების და ამ სფეროსი მოღვაწე მკვლევარებისათვის.

ნაშრომთა ციკლის ძირითადი ნაწილი მიძღვნილია არომატული ჰეტეროციკლური სისტემების სინთეზისადმი.



-ამ შრომებში მოყვანილი კვლევები და მისი შედეგები როგორ შეიძლება პოსტულირდეს?

  • დამუშავებულია საკვანძო რეაგენტის მიღების ხერხები.
  • დადგენილ იქნა, რომ სისტემა ადამანტანი-ბენზიმიდაზოლი არატოქსიკურია, ხოლო წარმოებულები ხასიათდებიან ბიოლოგიური აქტიურობის ფართო სპექტრით: ანტივირუსული, ანტიმიკრობული, ანტიკანცეროგენული და სხვა. გამოვლენილია ნაერთები, რომლებიც ერთდროულად ახდენენ 5 სხვადასხვა საშიში ვირუსის და 7 მიკრობის იმჰიბირებას. გამოვლენილია ასევე სელექციურად მოქმედი ნაერთები. მიღებული შედეგები ადასტურებენ ადამანტან-ბენზიმიდაზოლების მიზნობრივი სინთეზის პერსპექტიულობას.
  • მოწოდებულია ახალი თაობის, დიჰიდროინდოლიზინური ტიპის ფოტოქრომული თვისებების მატარებელი, ბის-სპიროციკლური ნაერთების სინთეზის მეთოდი, რომელიც იძლევა ახალი რიგის კონდენსირებული პოლიჰეტეროციკლური ფრაგმენტების შემცველი ფოტოქრომების სინთეზის საშუალებას.
  • განხორციელებულია ადრე სინთეზირებული ახალი სისტემის – ბენზოპიროლო-ინდოლის ფუნქციონალიზაცია და შესწავლილია მიღებული ნაერთების სოკოს სხვადასხვა შტამების საწინააღმდეგო აქტიურობა. სინთეზირებულ ნაერთებს შორის გამოვლენილია მაღალი ფიზიოლოგიური აქტიურობის მქონე ინდოლური ნაერთები.
  • მიღებულია ფიშერის “ფუძეები” დიპიროლონაფთალინების საფუძველზე.
  • მიღებულია N-მეთილ-2-ფენილინდოლის ახალი ნაწარმები. მოწოდებულია სინთეზის ორი გზა: პოლიფოსფორმჟავაში და სუპერფუძეში რეაქციების ჩატარება.
  • ტუბერკულოსტატიკური, ციტოსტატიკური და სხვა ფიზიოლოგიური აქტიუ-რობის მქონე ახალი საშუალებების გამოვლენის მიზნით დამუშავებულია, თიო-ურეიდოფენილის ჯგუფის შემცველი, 2-ფენილინდოლის ცნობილი ფიზიოლო¬გი-ურად აქტიური ნაერთების სტრუქტურული ანალოგების მიღების მეთოდები.
  • დამუშავებულია ანგულარული და ხაზოვანი პიროლოინდოლების წარმოე¬ბუ¬ლე-ბის მიღების პრეპარატული მეთოდები.
  • აღწერილია ქინოქსალინის ფრაგმენტის შემცველი ახალი ბისსპიროპირანული
  • სისტემის მიღების გზა.
  • მოწოდებულია ანგულარული და ხაზოვანი პიროლოინდოლების სინთეზის გზები.


-თქვენს მიერ განხორციელებული ეს კვლევები მხოლოდ გამოყენებითი ქიმიის სფეროს ეხება?

- არა, აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში მოტანილი და სხვა წარმოდგენილი მონაცემები განეკუთვნება როგორც ფუნდამეტური გამოკვლევის, ასევე პრაქტიკული ხასიათის სამეცნიერო აქტუალურ პრობლემათა რიცხვს. მაგალითად, სინთეზში ტრადიციული მეთოდებთან ერთად გამოყენებულია ულტრაბგერაც.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 18-12-2012