სიახლეები

 

STEM ასისტენსი & ქუთაისის #41 სკოლა

25 მარტს ჩატარდა  შეხვედრა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგთან (გუნდის ხელმძღვანელი) - მარინე კუჭუხიძესთან და გუნდის წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ: ლევან ლევიძე, მათე ბეროძე, მიშო შავგულიძე, ნიკუშა თორაძე, ლაშა უგრეხელიძე, სტემ-ასისტენტი - ზაკო სანიკიძე, გუნდების ხელმძღვანელი (პედაგოგი) - ქ-ნი მარინე კუჭუხიძე.

 შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ხსნარების კონცენტრაცია და განსაზღვრული კონცენტრაციის ხსნარის დამზადება, განზავება. დავამზადეთ კალიუმის პერმანგანატის 1-, 0.01- და 0.001%-იანი ხსნარები. განვიხილეთ კონცენტრირებული მჟავების განზავების ლაბორატორიული მეთოდი გოგირდმჟავას მაგალითზე. შევისწავლეთ კალიუმის პერმანგანატის მჟანგავი თვისებები მჟავა გარემოში კალიუმის იოდიდსა და პერმანგანატის შემჟავებულ ხსნარს შორის მიმდინარე რეაქციის მაგალითზე. დავიწყეთ პროექტისათვის - „მძიმე მეტალების დაგროვებითი თვისებები“ - საკვლევი ობიექტების მომზადება, რომელიც ითვალისწინებდა მცენარეთა თესლის პერმანგანატის განზავებული ხსნარით დამუშავებას.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.

შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 03-04-2024