სიახლეები

 

STEM ასისტენსი & თბილისის # 147 საჯარო სკოლა

6 მარტს პროექტ STEM ასისტენსის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში თბილისის # 147 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან (მასწავლებელი ხატიჟე ნატრიაშვილი, STEM ასისტენტი დავით ჟღენტი) .

მოსწავლეები გაეცნენ ქიმიის ლაბორატორიაში მუშაობის წესებს და ჩაუტარდათ სადემონსტრაციო სახალისო ექსპერიმენტები, რომელთა მიზანიც მათი ქიმიით დაინტერესება და მეცნიერების პოპულარიზაცია გახლდათ.

პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.



ფორომასალა:

 

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2024