სიახლეები
STEM-ასისტენსი ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლაში
5 მარტს STEM- ასისტენტი ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლას ეწვია ქიმიის პედაგოგის ლიკა სხირტლაძის მიწვევით. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის სახალისო ექსპერიმენტების ჩატარებას და მათ დაკავშირებას სასწავლო თემატიკასთან რის, შედეგადაც მოსწავლეებს უკეთ შეძლებოდათ სასწავლო სახელმძღვანელოში მოცემული მასალის სწორად აღქმა.
STEM-ასისტენტმა სალომე ქვარცხავამ მოსწავლეებს პირველ ეტაპზე გააცნო უსაფრთხოების წესები, შემდეგ კი პრეზენტაციის სახით წარუდგინა თითოეული ექსპერიმენტი, აუხსნა თითოეული რეაქციის არსი და დააკავშირა ის მათ სასკოლო მასალასთან. სტუმრობისას ჩატარდა 8 ქიმიური ექსპერიმენტი, რომელშიც მოსწავლეებიც მონაწილებდნენ ასისტენტის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეხვედრა ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ მიღებული გამოცდილებით.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა:
გამოქვეყნებულია: 05-03-2024