სიახლეები
STEM ასისტენსი & თბილისის #133 საჯარო სკოლა
7 მარტს, აგრარულ უნივერსიტეტს, STEM ასისტენსის ფარგლებში ეწვია 133-ე საჯარო სკოლა (მასწავლებელი სულიკაშვილი).
მოსწავლეებმა ასისტენტების, გიორგი ღონღაძისა და მარიამ ლუაშვილის, დახმარებით, განსაზღვრეს C ვიტამინის რაოდენობა ფორთოხალში. აღნიშნული კვლევის მონაწილეებმა მიიღეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა C ვიტამინის შესახებ, არამედ შეიძინეს ლაბორატორიაში მუშაობის უნარები.
პროექტი დაფინანსებულია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით პროექტის „სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდის Bread for the World-ის (BfdW) მიერ.
ფორომასალა:
გამოქვეყნებულია: 07-03-2024